როგორ არჩევანს სთავაზობს VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph მომხმარებლებს
VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph-ის პროექტში ბინების ჩაბარება ხდება, როგორც სრული რემონტითა და ავეჯით, ასევე თავად მფლობელსაც აქვს შესაძლებლობა ის საკუთარი გემოვნების მიხედვითაც მოაწყოს. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას VR Holding-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფაშალიშვილმა განაცხადა, სხვადასხვა შეთავაზებების პარალელურად პირველი სართულის შეთავაზება ხდება საკუთარი ეზოთი, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„ჩვენ გაქვს ორი მიმართულება, სრული რემონტით, ავეჯით და ტექნიკით. თუმცა თუ ადამიანს სურვილი აქვს, რომ საკუთარი გემონებით გაარემონტოს ესეც შესაძლებელია. სხვადასხვა კვადრატულობის ბინები გაქვს. გვაქვს, მაგალითად სტუდიოს ტიპის ბინები, ერთ საძინებლიანი ბინა, ორ საძინებლიანი ბინა. გვაქვს კონცეფცია ასევე პირველ სართულზე საკუთარი ეზოებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია. შენობაში, რომელიც 6 სართულიანია პირველ სართულზე გქონდეს საკუთარი ეზო, სადაც შეიძლება ცხოველი გყავდეს, ბავშვთან ერთად ითამაშო, საკუთარი მცენარე დარგო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ოჯახებისთვის. იმიტომ, რომ სუფთა ჰაერო და ჯანსაღი ცხოვრების სტილი პირველ რიგში ჩვენი მთავარი მიმართულებაა და შეკვეთილში უფრო ისვენებენ ამ მიმართულებით ადამიანები“, - აღნიშნა ბექა ფაშალიშვილმა.
VR Shekvetili Forest-Beach By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი პარაგრაფის მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ენერგიის და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს და დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ინოვაციური და მრავალფუნქციური პროექტისთვის ლოკაცია გამორჩეული ბუნებრივი მახასიათებლების გამო შეირჩა: გამაჯანსაღებელი მაგნიტური ქვიშა, ნოტიო სუბტროპიკული და იონიზირებული ჰავა; მრავალწლოვანი ბიჭვინთის ფიჭვნარი და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მაგნიტური სანაპირო და ზღვის სუფთა წყალი მომავალი მობინადრეების ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
ჩვენი პროექტის მახლობლად მდებარეობს:
• პარაგრაფი რესორტ & სპა
• ბლექ სი არენა
• მინიატურების პარკი
• დენდროლოგიური პარკი
• ციცინათელას პარკი
• მუსიკოსთა პარკი.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები