მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

როდის განაახლებს სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოს საკრედიტო რეიტინგს - 2025 წლის კალენდარი

news image

სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ი საკრედიტო რეიტინგის გავრცელების კალენდარს აქვეყნებს, სადაც ქვეყნების ჭრილში დეტალურადაა მოცემული თუ როდის უნდა ელოდოს მკითხველი მომავალ განახლებებს. უწყების ცნობით, საქართელოს შესახებ 2025 წელს პირველი განახლება 30 მაისს გამოქვეყნდება, ხოლო შემდგომი 21 ნოემბერს. 

ცნობისთვის, საკრედიტო სააგენტო Fitch-მა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა. Fitch-ის მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ფისკალური მიზნების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული. დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დისციპლინა კვლავ შენარჩუნდება და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად 3%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო ვალის მოცულობა კი 38%-ის ფარგლებში.

Fitch-ი მიიჩნევს, რომ გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. მათი შეფასებით, საშუალოვადიან პეროდში კვლავ სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. მიუხედავად მონეტარული სექტორის შედარებით მაღალი დოლარიზაციისა, მონეტარული პოლიტიკა, მაინც ეფექტიანია, რაც ბოლო წლებში მიღწეულ დაბალ ინფლაციაში არის გამოხატული. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში, კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.

საკრედიტო სააგენტომ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება - ძირითადად, გამოწვეულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად შექმნილი დაძაბულობისა და არსებული ფონის გამო. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შიდა პოლიტიკური რისკის შემცირება, კვლავ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა