მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

რესპუბლიკური საავადმყოფო სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი - პრემიერი

news image

დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეებისა და არა მარტო მათ ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, მთლიანობაში, 100 000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება.

„მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურად გამართულ გარემოში მიიღებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება ისე, რომ არ შეჩერდეს კლინიკის ფუნქციონირება. როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო სამედიცინო პერსონალის ძალიან მნიშვნელოვანი, ლეგიტიმური მოთხოვნა, რაც ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, არსებულ შენობებში, რეაბილიტაციის შემდეგ, იფუნქციონირებს სტაციონარი, რომელიც 400 საწოლზე იქნება გათვლილი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულები იფუნქციონირებს, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები იქნება განთავსებული.

„განვითარდება სერვისები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის  ბანკი შეიქმნება. ასევე მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. ყველანაირი სივრცით იქნება აღჭურვილი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. 

აშენდება ახალი, 250 საწოლზე გათვლილი ნაგებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთ სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე, როგორიცაა ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია და სხვა. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, შეიქმნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი. აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ინფექციური ბლოკი, აქვე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.

დასრულების შემდეგ, რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე, მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე 700 საწოლზე იქნება გათვლილი, სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეების და არა მარტო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მინდა, მოგილოცოთ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელება სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკას და ხელს შეუწყობს საქართველოში მედიცინის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა