მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

რეკომენდაციები კიბერდამნაშავეებისგან თავის დასაცავად

news image

ბოლო პერიოდში, ფინანსური თაღლითობის შემთხვევებმა იმატა. კიბერთაღლითები დანაშაულებრივ სქემებს მუდმივად ხვეწენ და მას შემდეგ, რაც რომელიმე სქემა ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ახლის შემუშავებაზე გადადიან. დღეს ყველაზე გავრცელებული ტაქტიკა კი, თაღლითური ტრანზაქციებია- როდესაც დამნაშავე მსხვერპლთან კომუნიკაციაში მიმზიდველი შეთავაზებებით შედის და სხვადასხვა ფსიქოლოგიური მანიპულაციით, საკუთარი ნებით აზიარებინებს მობაილ ბანკის პაროლს, ბარათის სრულ ნომერს ან ბარათის დამცავ, ოთხნიშნა CVV კოდს. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი დამნაშავეს თანხას თავადვე ურიცხავს ანგარიშზე, რომელსაც რა თქმა უნდა ვეღარ იბრუნებს.

 

 ბოლო დროის ყველაზე გავრცელებული თაღლითური სქემები: 

  • ინვესტიციების ყალბი შეთავაზება: კიბერდამნაშავეები  სხვადასხვა სოციალურ ქსელში ისეთ პოსტებსა და ვიდეოებს ათავსებენ, რომელშიც ადამიანებს მცირე ინვესტიციების გაკეთებით დიდ ამონაგებს ჰპირდებიან. ხშირია შემთხვევები, როდესაც  ცნობილი კომპანიების თითქმის იდენტურ, ყალბ ვებგვერდებსაც კი ქმნიან.
  • სამსახურის ყალბი შეთავაზებები: სხვადასხვა სოციალურ ქსელში სთავაზობენ მაღალანაზღაურებად სამსახურს, სანაცვლოდ კი, „რეგისტრაციისთვის“ საჭირო, მინიმალური თანხის ჩარიცხვას სთხოვენ;
  • ყალბი გათამაშებები: სთავაზობენ გათამაშებაში მონაწილეობას, რომელშიც დიდი თანხის ან ძვირადღირებული ნივთის მოგებაა შესაძლებელი, საჩუქრის ასაღებად კი მათგან გარკვეული თანხის ჩარიცხვას ითხოვენ;
  • ონლაინ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმის გამოყენება: თაღლითები სამიზნეებს ხშირად გაყიდვების ცნობილ პლატფორმებზე პოულობენ. ნივთის შეძენის მსურველებად აცნობენ თავს და თაღლითურ ბმულებს უგზავნიან, სადაც მსხვერპლს ბარათის მონაცემები და ავტორიზაციის კოდი შეჰყავს, შედეგად კი, ბარათზე არსებულ მთლიან თანხას oპარავენ. 
  • სოციალურ მედიაში თაღლითობა: კიბერდამნაშავეები მსხვერპლს სხვადასხვა სოციალურ ქსელში პოსტებისა და ვიდეოების მოწონების სანაცვლოდ, ანაზღაურებას ჰპირდებიან. თავდაპირველად მომსახურებაში თანხას ნამდვილად უხდიან, ნდობის მოპოვების შემდგომ კი, სამუშაოს ცუდად შესრულებას ედავებიან და ჯარიმის სახით, თანხის დაბრუნებას სთხოვენ, რაც ტრადიციულად, მათი თაღლითურ მახეში გაბმით სრულდება.

 

ერთი შეხედვით, ამ თაღლითური სქემების ამოცნობა მარტივია, თუ ყურადღებით იქნებით და შემდეგ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ:

 

  • არ ენდოთ სოციალურ ქსელში დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებას, დიდი ალბათობით ეს თაღლითური მახეა;                                                                                                                                               
  • კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმეთ რამდენად რეალურია შემოთავაზება- სანდო კომპანია დასაქმების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვას ან ბარათის მონაცემების გაზიარებას არასდროს მოგთხოვენ;                                                                                                                                 
  • არავის გაუზიაროთ მობაილ ბანკის მომხმარებლის სახელი, პაროლი და SMS კოდი.  მხოლოდ თაღლითები ცდილობენ პაროლის ხელში ჩაგდებას, ბანკი არასდროს მოგთხოვთ მსგავსი კონფიდენციალური ინფორმაციის გაზიარებას;
  • თუ უცხო პირი ან რომელიმე კომპანია ბარათის მონაცემების გაზიარებას მოგთხოვთ, ეს უკვე იმის ინდიკატორია, რომ თაღლითების სამიზნე ხართ, რადგან თანხის ჩასარიცხად ანგარიშის ნომრის გაგებაც სრულიად საკმარისია;           
  • დარწმუნდით ვებგვერდის ლეგიტიმურობაში, სანამ ბარათის მონაცემებს შეიყვანთ. ვებგვერდის ყველა სიმბოლო უნდა ემთხვეოდეს ლეგიტიმურ მისამართს და ვებგვერდი უნდა იწყებოდეს https-ით, ასევე არ უნდა იყოს წითლად გადახაზული.

გაითვალისწინეთ, როდესაც მომხმარებელი თავისი ნებით უზიარებს თაღლითს პერსონალურ საბანკო ინფორმაციას ან აკეთებს გადარიცხვას, ბანკი უძლურია თანხა უკან დააბრუნოს, რადგან ხშირ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ბანკს მსგავსი ინფორმაციით მიმართავს, თაღლითებს მოპარული თანხა ანგარიშიდან უკვე გატანილი აქვთ.

 

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა