მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7063.1
0.0094
flag
AZN 1.5924
0.0017
flag
CNY 38.059
0.0075
flag
EUR 3.1979
0.0181
flag
GBP 3.6924
0.0124
flag
KZT 50.09
0.0005
flag
TRY 0.0656
0.0001
flag
USD 2.708
0.0029

რატომ მცირდება სასოფლო მეურნეობების მიერ მინერალური სასუქების გამოყენება

news image

2022 წელს სასოფლო მეურნეობების მიერ გამოყენებული მინერალური სასუქების რაოდენობამ 52.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 6%-ით ნაკლებია 2021 წელს გამოყენებულ სასუქებთან და 4%-ით ნაკლები ვიდრე 2020 წელს სხვადასხვა მეურნეობების მიერ გამოყენებული მინერალური სასუქების მოცულობა. ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში მინერალური სასუქების მოხმარებამ პიკს 2006 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 95.9 ათასი ტონა მინერალური სასუქები მოიხმარა.

რეგიონულ ჭრილში მინერალური სასუქების ყველაზე დიდი მომხმარებელი კახეთია, რომელზეც 2022 წელს გამოყენებული მინერალური სასუქების 30%-ი მოდის. მეორე ადგილზე იმერეთია 16%-ით, ხოლო მესამეზე სამეგრელო-ზემო სვანეთი13%-ით.

2022 წელს მთლიანი მინერალური სასუქების გამოყენებაში 80%-ი აზოტიან სასუქებზე მოდის, ხოლო სხვა სასუქებზე დარჩენილი 20%-ი. სხვა სასუქებში კი  ფოსფორიანი, კალიუმიანი და რთულ-კომპლექსური სასუქები და ასევე მელიორანტები და აგრომადნეულები შედის.

2022 წელს მინერალური სასუქებით განოყიერებული ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი 110.8 ათას ჰექტარს შეადგენდა, საიდანაც აზოტიანი სასუქები 105.1 ათას ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ერთწლიანო კულტურების ნათესებზე გამოიყენეს. 2021 წელს მინერალური სასუქები 117.9 ათას ჰექტარ ფართობზე იქნა გამოყენებული, შესაბამისად კლება 11%-ის დონეზეა. 

რაც შეეხება მინერალური სასუქებით განოყიერებული მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის ფართობის მოცულობას, 2022 წელს მან 37.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, 2021 წელს 38.5 ათასი ჰექტარი, შესაბამისად კლება 4%-ის დონეზეა.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა