მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7051
-0.0021
flag
AZN 1.5858
-0.0003
flag
CNY 37.652
-0.002
flag
EUR 3.1237
-0.0161
flag
GBP 3.6226
-0.0119
flag
KZT 50.01
-0.0044
flag
TRY 0.0657
0
flag
USD 2.6968
-0.0006

რატომ „იელთი“ და მისი ახალი პროექტი “STATUS HOUSE” ბათუმში?

news image

თავისი ინოვაციური კონცეფციით და ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით, როგორებიცაა Barceló Hotel Group და Wyndham Hotels & Resorts, 2017 წლიდან „იელთი ჯგუფი“ გახდა ერთ-ერთი ყველაზე სანდო და რეპუტაციული დეველოპერი საქართველოს სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე.

2025 წლის იანვარში კომპანიამ ბათუმში ახალი კომპლექსი STATUS HOUSE წარადგინა, რომლის გაყიდვების პროცესიც უკვე წარმატებით მიმდინარეობს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „იელთი ჯგუფის“ დირექტორმა, მამუკა მახარაძემ განაცხადა, ინოვაციურობა და პროდუქტის დამატებითი ღირებულება, პირველ რიგში სწორედ STATUS HOUSE-ის შინაარსშია. ასევე დაანონსებულია, რომ კომპანია 2025 წლისთვის კიდევ 3 ახალი პროექტის დაწყებას აანონსებს თბილისსა და ბათუმში.

ბატონო მამუკა, გვიამბეთ „იელთი ჯგუფის“ ახალი პროექტის STATUS HOUSE-ის შესახებ, რამდენად მიმზიდველია ის საინვესტიციოდ?

STATUS HOUSE მდებარეობს ბათუმის ახალი ბულვარში, ჩვენს „იელთი კვარტალში“, ალბათ ბულვარის ყველაზე სწრაფად განვითარებად ლოკაციაზე.

ახალი პროექტი არის ჩვენი ხედვის ლოგიკური გაგრძელება, მაგრამ ამასთანავე კონცეპტუალურად განსხვავებული პროდუქტი. მოთხოვნა-მიწოდების ანალიზის შესაბამისად, დაიდენტიფიცირებლ იქნა ყველაზე ეფექტიანი პროდუქტის შინაარსი ბათუმისთვის და ვიმოქმედეთ ამ შედეგების მიხედვით.

ხედვის შესაბამისად, ჩვენ მომხმარებლებს ვპირდებით მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს მათი ცხოვრებისათვის და ამასთანავე მაღალ-ეფექტიანი ინვესტიციის შესაძლებლობას - STATUS HOUSE-ში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ისიც, რომ შევძელით ხარისხისა და ფასის იდეალური თანაფარდობის შექმნა აღნიშნულ პროექტში.- რით გამოირჩევა STATUS HOUSE სხვა პროექტებისგან ბათუმში და რა მიგაჩნიათ მის კონკურენტულ უპირატესობად?

„სტატუს ჰაუსი“ სრულად მორგებულია მუდმივი ცხოვრებისა და გრძელვადიანი გაქირავებისთვის საჭირო მოთხოვნებს. სტუდიო ტიპის ბინების ჭარბმა მიწოდებამ და ინვესტიციის ეფექტიანობის შემცირებამ, შექმნა თავისუფალი სივრცე განსხვავებული პროდუქტისათვის. სწორედ ამან მოგვცა საშუალება შეგვექმნა ბაზრისთვის კონკურენტული პროდუქტი. ცალკე საძინებლიანი ბინები, მიმდინარე პერიოდში და 5 წლამდე პერსპექტივით დარჩება ძირითად მოთხოვნად ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის, სტუდიო აპარტამენტების ეფექტიანობის შემცირების პარალელურად და ახალ პროექტზე ფასის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ვთვლით რომ STATUS HOUSE  გამორჩეულად მომგებიანი პროექტი იქნება ინვესტორთათვის.

პროექტს დამატებით ღირებულებას სძენს მართვისა და მომსახურების ესტონური კომპანია IPM (International Property Management), რაც მაღალი კლასის სერვისებსა და საერთაშორისო სტანდარტებით მომსახურების გარანტიაა.

ინფრასტრუქტურა და სერვისებიც, მუდმივ ცხოვრებასა და გრძელვადიანი გაქირავების მოთხოვნებთან შესაბამისად დაიგეგმა. 24/7 რესეფშენისა და კონსიერჟის მომსახურება, თანამედროვე სპორტული და სარეკრეაციო სივრცეები, ჩოგბურთისა და ფრენბურთის მოედნები, ბავშვთა სათამაშო ზონები. უმნიშვნელოვანესი ფაქტია ისიც რომ, STATUS HOUSE-ის მესაკუთრეებს ექსკლუზიური წვდომა ექნებათ „იელთი კვარტალის“ სხვა ბლოკებში არსებულ კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე.

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა