მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7056.6
0.0209
flag
AZN 1.6165
-0.0003
flag
CNY 37.802
-0.0039
flag
EUR 3.1143
-0.0096
flag
GBP 3.6648
-0.0084
flag
KZT 53.42
-0.0016
flag
TRY 0.0715
0.0001
flag
USD 2.7487
-0.0005

რატომ გახდა სამაგიდო თამაშები მოსწავლეებსა და სტუდენტებში პოპულარული - Board Games Corner-ი

news image

სამაგიდო თამაშების მაღაზიის Board Games Corner-სა და კლუბის დირექტორი ბონდო ლომიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ კავკასიის უნივერსიტეტში იგეგმება სამაგიდო თამაშების ტურნირი, სადაც აბიტურიენტს გამარჯვების შემთხვევაში გრანტის მოპოვების შანსი ექნება.

სამაგიდო თამაშების კუთხის კლუბმა, მსგავსი ტურნირები უკვე ჩაატარა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ახლა კი დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის ტურნირი სამაგიდო თამაშებში, რომელშიც 20-ამდე უნივერსიტეტი მიიღებს მონაწილეობას და სხვადასხვა სამაგიდო თამაშებში ერთმანეთს სტუდენტები შეეჯიბრებიან.

Board Games Corner-ის დირექტორი ამბობს, რომ „სამაგიდო თამაშები უფრო პოპულარული ხდება და ყველაზე დიდ ინტერესს მოსწავლეები და სტუდენტები გამოხატავენ, რასაც სხვადასხვა ბანკების ჩართულობა განაპირობებს. კერძოდ, ბანკების ახალგაზრდულ ბარათებზე არის სხვადასხვა სახის საინტერესო შემოთავაზებები, რაც გავლენას ახდენს სტუდენტებსა და მოსწავლეებზე”.

Board Games Corner-ი 2 წელის წინ დაარსდა და მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესონ სამაგიდო თამაშებით.

„სამაგიდო თამაშები არის ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის,  ეხმარებათ ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია“.

ამ დროისთვის მაღაზიას, რომელიც სპორტის სასახლესთან მდებარეობს მომხმარებლისთვის 400 ამდე თამაშის შეთავაზება შეუძლია.

სათამაშო სივრცეში ერთდროულად 15 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და ერთი მოთამაშის აბონემენტი მთელი დღის განმავლობაში 10 ლარი ღირს, ამ დროის განმავლობაში მომხმარებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სამაგიდო თამაშის გამოყენება და სურვილის შემთხვევაში ადგილზე შეძენა.

ამ დროისთვის ბიზნესში დასაქმებულია 2 ადამიანი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა