მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

რაში დახარჯავს საქართველოს რკინიგზა 7.4 მლნ ლარს

news image

საქართველოს რკინიგზა ვირტუალური ქსელის ინფრასტრუქტურის შესყიდვას აპირებს, რაშიც მაქსიმუმ 7 415 952 ლარის გადახდას აპირებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის შესაძენად რკინიგზამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზამ ტენდერის გამოცხადებამდე ბაზრის კვლევის ჩასატარებლად და ბაზარზე არსებული მდგომარეობის მოკვლევისთვის, სატენდერო დოკუმენტაცია დაუგზავნა კომპანიებს: შპს "ჯი-თი ჯგუფი"-ს, შპს „იუ-ჯი-თი“-ს და შპს „გრინ სისტემს“.

როგორც სატენდერო პირობებშია აღნიშნული, შემოთავაზებული მოწყობილობ(ებ)ი/აღჭურვილობა უნდა იყოს ახალი, გამოშვებული არაუადრეს 2021 წლისა, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში და უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ ტექნიკური მახასიათებლების მოთხოვნებს. 

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული ინფრასტრუქტურის სრული ინსტალაცია/ინტეგრაცია სს “საქართველოს რკინიგზაში“ არსებულ ინფრასტრუქტურასთან. ასევე, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა მოწოდებული კომპონენტის მონტაჟი, მანვე უნდა უზრუნველყოს გადაწყვეტილების სტარტაპი და ყველა ლიცენზიის აქტივაცია.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ასევე, განახორციელოს გადაწყვეტილების მხარდაჭერა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 წლის განმავლობაში 24/7 დონით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა