მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7102.9
0.0106
flag
AZN 1.6031
0.0021
flag
CNY 38.017
0.0071
flag
EUR 3.187
-0.0039
flag
GBP 3.7034
0.0091
flag
KZT 50.66
0.0009
flag
TRY 0.0668
0
flag
USD 2.7263
0.0037

რას სთავაზობს Liluashvili Estate მომხმარებლებს და როგორია სამომავლო გეგმები

news image

„ლილუაშვილის მამული“  2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც საოჯახო სასტუმროსა და საოჯახო მარანს აერთიანებს.  სივრცე რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, მათე ლილუაშვილს ესაუბრა.

„ჩვენ ბაზარზე ოპერირება დავიწყეთ 2018 წლიდან. საოჯახო სასტურმო გვაქვს და საოჯახო მარანი. მარანი არის დაახლობით, ორსაუკუნოვანი საოჯახო ტრადიციით და ისტორიით. გვაქვს ჩვენი ვენახი, რომელიც განლაგებულია 2 ჰექტარზე - ცოლიკოურის, კრახუნას და ოცხანური საფერე ჯიშის ყურძენი. ვაწარმოებთ ქვევრის ბიო ღვინოს, რომელსაც ბოთლებში ვასხამთ. 2018 წელს რომ დავიწყეთ ეს საქმიანობა შემდეგ კოვიდი იყო და ამ პერიოდში შეჩერდა, მაგრამ მოთხოვნიდან გამომდინარე კვლავ განვაახლეთ ფუნქციონირება. როგორც საოჯახო სასტუმრომ დავიწყეთ არსებული ფართით. თავიდან ინვესტიცია არ ჩაგვიდია და საცხოვრებელი სახლის მეორე სართული გამოვიყენეთ. შემდეგ, „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსების მექანიზმის სესხით დავამატეთ ოთხი ნომერი მეორე სართულზე, პირველ სართულზე სასადილო სივრცე თავისი სამზარეულოთი და მესამე სართული არ დავხურეთ ჩვეულებრივი დახურვით და გავაკეთეთ ტერასა,  საბილიარდო სივრცე და ღამის მოსასვენებლი. გარდა ამისა, ეზოში ჩამოედინება მდინარე - ამ მდინარის არხზე წყლის წისქვილი გვაქვს, თევზების აუზი, ჩანჩქერი ვარდება ქვემოთ და ეს ძალიან მოსწონთ ტურისტებს. მარანიც ასევე ეზოში არის განთავსებული, სადაც გვაქვს ძველი ნივთები: ღვინის მოვლის საშუალებები, ოჯახის ისტორია ოჯახის წინაპრების სურათებით და ეს მარანი გავაკეთეთ, როგორც საოჯახო მუზეუმი. ჩვენი გერბი გვაქვს, ჩვენი ემბლემა და ლოგო. ეს ყველაფერი დაბრენდილი გვაქვს. გარდა ამისა, ადგილობრივი, ჩვენი დაბრენდილი, მოხალული თხილი, ჩირი, ბადაგი ყურძნის ტკბილი, ჩურჩხელები და როგორც ღვინო გვაქვს ეტიკეტებით, ისე გვაქვს ეს ყველაფერი დაეტიკეტებული პაკეტებში. ეზოში გვაქვს ,,ბარბექიუ" ზონა და ღია სივრცე “,  - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი მათე ლილუაშვილი.

მოთხოვნა და ინტერესი საკმაოდ მზარდია, როგორც ადგილობრივი სტუმრების, ისე უცხოელების მხრიდან.

„ადგილობრივი ვიზიტორების შემთხვევაში ექსკურისაზე მოჰყავთ ხშირ შემთხვევაში ბავშვები სხვადასხვა პროექტებზე. უცხოელებს, რაც შეეხება ძალიან მოსწონთ ჩვენი სივრცე, რადგან არის სიწყანრე, სიმშვიდე,  მდინარის პირას ძილი და წყლის ხმა რომ ესმით ღამით ესეც ძალიან ხიბლავთ. გარდა ამისა, დიდ აღფრთოვანებას იმსახურებს ჩვენი ადგილობრივი ღვინო და სამზარეულო, რომელსაც იქვე, ადგილზევე ვთავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმარს. ტურისტული კომპანიების შემთხვევაში, გზად ივლიან ჩვენთან, სადილობენ და შემდეგ აგრძელებენ გზას “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი მათე ლილუაშვილი.

„ლილუაშვილის მამული“, სამომავლოდ სხვადასხვა სიახლეს გეგმავს, როგორც საექსპორტო მიმართულებით, ასევე სასტურმოს გაფართოების მიმართულებით.

„ექსპორტს ამ ეტაპზე არ ვახორციელებთ, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ. დავიწყეთ მოძიება საჭირო დოკუმენტაციის, ღვინის სააგენტოში ლოტიც მოვიპოვეთ და წლევანდელი მოსავალი ისე გვაქვს გაკეთებული და ღვინო დაყანებული, რომ პრეტენზია ნამდვილად  გვაქვს ექსპორტზე გასვლის. სასტუმროს ნაწილს, რაც შეეხება ტერასაზე გვსურს ე.წ ფინური საუნის მოწყობა, რომელსაც პატარა მრგვალი აუზიც ექნება “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი მათე ლილუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ბუნებაში ჩაფლული მამული აერთიანებს ორსაუკუნოვან მეღვინეობას, საოჯახო სასტუმროსა და იმერულ სამზარეულოს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა