მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

რას იწვევს კარდიომაგნილის დოზის გადაჭარბება?

news image

ანტიაგრეგანტები, იგივე სისხლის გამათხელებლები ეწოდება ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც თრგუნავს თრომბოციტების ფუნქციას, ართმევს მათ ურთიერთშეწებების უნარს და ამით ადამიანს თრომბოზული გართულებებისგან იცავს.

ამ ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მედიკამენტია კარდიომაგნილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ მოხმარებადი წამალია.

კარდიომაგნილი შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას (75 მგ), მაგნიუმის ჰიდროქსიდს ­(15.2 მგ.), მაგნიუმის სტეარატს, კარტოფილის სახა­მებელს, სიმინდის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, მეთილ­ჰი­დროქსიპროპილ­ცელულოზას (15მგ.), ტალკს, პროპილენგლიკოლს და გაწმენდილ წყალს.

პრეპარატი გამოდის აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, სტილიზებული “გულის” ფორმის ტაბლეტების სახით და ინიშნება იმ დაავადებების პროფილაქტიკისთვის, რომელთაც თან ახლავთ თრომობოციტების მომატებული აგრეგაცია, ესენია:

  • თრომბოზები და ემბოლიები;
  • გულის უკმარისობა;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • არასტაბილური სტენოკარდია;
  • იშემიური ინსულტი;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
  • შაკიკი;
  • სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციების (აორტაკორონარული შუნტირება, არტერიოვენოზური შუნტირება, საძილე არტერიების ენდარტერექტომია, კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა და სტენტირება, საძილე არტერიების ანგიოპლასტიკა) შემდგომი პერიოდი.

რა უნდა გაითვალისწინოთ კარდიომაგნილის მიღებამდე უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები

კარდიომაგნილი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც:

  • ხანმოკლე პერიოდის წინ აღენიშნებოდათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ან აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში);
  • ვისაც ხანმოკლე დროის წინ გადატანილი აქვთ სისხლჩაქცევა თავის ტვინში;
  • ვისაც თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება ან სისხლდენებისადმი მიდრეკილება აქვთ.
  • ჰემოფილიის, ჰემორაგიული დითეზის, თირკმელების უკმარისობის და ჰიპოპროთრომბინემიის დროს.
  • ასმ-თი ან სალიცილატებით გამოწვეული ბრონქული ასთმა ან ალერგია.
  • ორსულობის დროს, განსაკუთრებით I - II ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
  • კარდიომაგნილი არ ინიშნება ბავშვებში.

კარდიომაგნილის ალკოჰოლთან ერთდროულად მიღება არ შეიძლება, რადგან ამ დროს იმატებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანებისა და სისხლდენის გახანგრძლივების რისკი.

პრეპარატის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად სახიფათო საქმიანობით დაკავების დროს, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

რა დოზებით უნდა მივიღოთ კარდიომაგნილი და რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას?

კარდიომაგნილის ტაბლეტები მიიღება მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით. თუ მისი გადაყლაპვა გიჭირთ შეგიძლიათ გაყოთ, დაღეჭოთ ან დაფხვნათ.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა — მკურნალობის პირველ დღეს 150 მგ. დღე-ღამეში, ხოლო შემდგომ – 75 მგ. დღე- ღამეში.

რაც შეეხება დოზის გადაჭარბებას, ეს საკმაოდ სახიფათოა და იწვევს: ხმაურს ყურებში, სმენის დაქვეითებას, თავბრუსხვევას, მოუსვენრობას, ოფლიანობას, მუცლის ტკივილს, ღებინებას (ზოგჯერ სისხლიანსაც), გულისცემისა და სუნთქვის აჩქარებას. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულის მუშაობის დარღვევა, უფრო იშვიათად კი ფილტვების შეშუპება.

დოზის გადაჭარბების ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ ახლომდებარე კლინიკას, ან შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა