მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

რას აცხადებს გიორგი ხიშტოვანი სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის პირველი სხდომის შემდეგ

news image

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულებით დღეს კომისია შექმნა, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრაც დღეს ორბელიანების სასახლეში გამართა.

Business Insider Georgia-ს კითხვებზე, თუ რა გრაფიკით იმუშავებს კომისია, ცნობილია თუ არა სებ-ის საბჭოს კანდიდატების სია და როდის დაიწყებს კომისია კანდიდატებთან შეხვედრას, PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი გიორგი ხიშტოვანი, რომელიც შესარჩევი კომისიის წევრია ასე პასუხობს:

„რა არის იცით, ზუსტად ახლა მიდის დაზუსტება ამ საკითხების. შესაბამისად როდესაც დავაზუსტებ შესაბამისი კომენტარი შემიძლია მოგცეთ. ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი კომენტარისგან“, - ამბობს ხიშტოვანი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ცნობილია, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის წევრები არიან: 

თამარ სულუხია - თსუ ეკონომიკის საერთაშორსო სკოლის ISET--ის და ISET კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი - კომისიის თავმჯდომარე;

არჩილ მესტვირიშვილი - IMF-ის ექსპერტი;

ნიკოლოზ ყაველაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი;

გიორგ ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი; 

გიორგი ისაკაძე - მედია კომპანია BMG-ის გენერალური პროდიუსერი; 

ქეთევან თათოშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ ეკონომიკურ საკითხებში - კომისიის მდივანი. 

კომისია დღეს კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე შეთანხმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში დღეისათვის ვაკანტურია 4 წევრის თანამდებობა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადი შემოვიდა.

კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა 12 აპრილს გაიმართება. კომისია შერჩეულ კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის 20 აპრილამდე წარუდგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კომისია

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა