მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7027
-0.0076
flag
AZN 1.5878
-0.0012
flag
CNY 37.564
-0.0023
flag
EUR 3.1317
0.0133
flag
GBP 3.5944
0.0038
flag
KZT 50.23
0.0002
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.6993
-0.002

რა ვითარებაა შოვში სტიქიიდან 6 თვის შემდეგ - სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მფლობელის კომენტარი

news image

შოვის ტრაგედია იყო დამანგრეველი, შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე და კურორტი ფაქტობრივად, განადგურებულია როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „სანსეტ შოვის“ ?????? ????? მფლობელმა ირაკლი ქაფიანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, „სანსეტ შოვის“ შენობების დიდი ნაწილი მიწასთანაა გასწორებული და დარჩენილი ნაწილი კი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული.

„ბიზნესისთვის მიყენებული ზიანი რამდენიმე მილიონი დოლარია; ხოლო კონკრეტულად დანგრეული შენობების ნაწილში ველოდებით ზარალის ოდენობის შეფასებას სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ, რომელშიც სასტუმროს შენობები დაზღვეული იყო 2013 წლიდან. იმედი გვაქვს ეს პროცესი მალე დასრულდება“, - ამბობს ირაკლი ქაფიანიძე.

სასტუმროს მფლობელი ამბობს, რომ ამ დროისთვის მისთვის ცნობილი არ არის რას გეგმავს სახელმწიფო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის.

„მომხდარი ტრაგედიის შედეგების გათვალისწინებით, ძალიან რთულია ამ ეტაპზე ბიზნესის აღდგენის მიზნით სუბსიდირებასა და ინვესტირებაზე საუბარიც კი. პირველ რიგში უნდა მოხდეს ზომების მიღება, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ შეძლოს უსაფრთხოდ გადაადგილება“,- ამბობს „სანსაეტ შოვის“ მფლობელი.

სასტუმრო „სანსეტ შოვი“, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს პირველი ევროსტანდარტების შესაფერისი სასტუმრო იყო, რომელიც სტუმრებს 2013 წლის ივნისიდან მასპინძლობდა. სასტუმროში 30 ნომერი და 2 კოტეჯია.

შეგახსენებთ, რომ შოვის განაშენიანების გენგეგმა 2022 წლის ბოლოს დამტკიცდა. ყაზახი ინვესტორები კურორტის განვითარებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებას 2024 წლიდან აპირებდნენ.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 

იგივე თემაზე: 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა