მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

რა უპირატესობა აქვს სეზონის შესაბამისი საბურავებით გადაადგილებას - „ამბოლის“ შეფასება

news image

„ამბოლი“ ჩართულია უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ ცნობიერების ამაღლებაში და გვიხარია, რომ წინა წლებთან შედარებით საბურავების სეზონური ჩანაცვლების კულტურა მზარდია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ შალამბერიძემ განუცხადა.

 მისი თქმით, ამ ტენდენციის შედეგად პოზიტიური პროგნოზის გაკეთება შეიძლება, ქართველი ავტომფლობელები მეტად ზრუნავენ გადაადგილებისას საკუთარი და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე.

„სახელმწიფომ გადადგა ამ კუთხით საკმაოდ დიდი ნაბიჯი, როგორც დაანონსდა, შესაძლებელია 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე დაწესდეს შეზღუდვები ზამთარში ზაფხულის საბურავებით გადაადგილებაზე.

აღნიშნული რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მძღოლების, ისე მგზავრების უსაფრთხოებას ზამთარში.  ჩვენთან საბურავების ჩანაცვლება ხშირად, ასოცირდება მხოლოდ გაწეულ არასასურველ ხარჯთან, აუცილებელია, გვახსოვდეს ის უპირატესობების, რაც სწორი საბურავით გადაადგილებას ახლავს.  გამოცდილება ადასტურებს, რომ  გადაადგილება სეზონის შესაბამისი საბურავით არის ბევრად უსაფრთხო, უმჯობესდება გზის საფარზე მოჭიდება, მცირეა სამუხრუჭე მანძილი და მძღოლს აქვს მანევრირების საშუალება.
საქართველო არის მაღალმთიანი რეგიონი, გვაქვს საშუალება,  რომ ზამთრის კურორტებზე მაქსიმუმ 2-3 საათში მივიდეთ ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, შესაბამისად, სწორი სეზონის საბურავით გარანტირებული გვაქვს შეუზღუდავი გადაადგილება.

რეალურად, ზამთრის საბურავების შეძენა გამართლებული ხარჯია, რადგან ზემოთ აღნიშნული არამატერიალური სარგებლის გარდა, მატერიალურადაც მოგებულ პოზიციაშია  მძღოლი. ვუფრთხილდებით ზაფხულის საბურავს და სეზონური ჩანაცვლების წესის სწორად დაცვისას, ზამთრის ახალი საბურავი საშუალოდ 4-5 წელი თავისუფლად გვატარებს. დასკვნის სახით კი, ავტომფლობელებს ვურჩევთ, რომ როგორც კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსს ჩამოცდება, დროა თქვენი ავტომობილი გადააწყოთ ზამთრის სეზონის შესაბამისად და შეცვალოთ ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით“, - ამბობს „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა