მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს

news image

მთელი სეზონი მაქსიმალური დატვირთვით ვიმუშავეთ, - ამის შესახებ  Business Insider Georgia-ს Kvareli Lake Resort-ის წარმომადგენელმა განუცხადა.

„მაქსიმალური დატვირთვით ვიმუშავეთ მთელი სეზონი, როგორც შაბათი კვირის დღეებში ისე კვირის დღეებში, რადგან მთელი სეზონი გვქონდა კორპორაციული ღონისძიებები, დაბადების დღეები, ქორწილები, ბიზნეს შეხვედრები“,- აცხადებენ სასტუმროში.

 ივნისში კურორტის ტერიტორიაზე ახალი სასტუმრო გაიხსნა.

 „სასტუმრო ყვარლის ტბის კომპლექსში, მოიცავს 57 სასტუმრო ოთახს.  ჯამში „ყვარლის ტბის კომპლექსი“  აერთიანებს 100 სასტუმრო ოთახს

 „ტერიტორიაზე არის ორი რესტორანი - ქართული და ევროპული, გვაქვს სპა მომსახურება, საუნა, ღია და დახურული აუზი, გასართობი სივრცე - ბილიარდით და სამაგიდო თამაშები, საკონფერენციო 2 დარბაზი,ტერასები ალაზნის ველის ხედით და ტბის ხედით, ახალი სასტუმრო თანამედროვე მინიმალისტური დიზაინით შევქმენით“,- აცხადებენ სასტუმროში.

როგორც „სასტუმრო ყვარლის ტბის“ კომპლექსში აცხადებენ, სასტუმრო ოთახში განთავსების ფასები განსხვავებულია თვეების და დღეების მიხედვით.

 „შაბათ-კვირა ოქტომბრის თვეში ახალ სასტუმროში განთავსების ფასი 550 ლარია, ძველ სასტუმროში 420 ლარი, კვირის დღეებში ახალში -420 ლარი , ძველ სასტუმროში 300 ლარი.

გვაქვს მრავალფეროვანი სპა მომსახურება, საუნა, ღია და დახურული აუზი, წყლის ველოსიპედები, გასართობი ოთახი. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ჩვენი მომსახურების სერვისი, სამზარეულო ( როგორც ქართული ისე ევროპული) და ლოკაცია რომელიც უნიკალურია ამ რეგიონში“ , - აცხადებენ სასტუმროში. 

Kvareli Lake Resort-ი ადგილობრივ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა