მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

რა სიახლეებს სთავაზობს „ფაფანაკი“ მომხმარებლებს

news image

„ფაფანაკი”, რომელიც ქართულ მოტივებზე შექმნილ სამოსს კერავს, სტანდარტული საქორწინო კაბების ხაზის დამატებას აპირებს.

როგორც Business Insider Georgia-ს ბრენდის დამფუძნებელმა ნინო ჭყონიამ განუცხადა, საქორწინო კაბების ხაზის დამატება, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.

„ჩვენ ვკერავთ საქორწინო კაბებს ტრადიციული ელემენტებით, თუმცა მომხმარებელი მუდმივად ითხოვს სტანდარტულ კაბებსაც. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს მიმართულება განვავითაროთ“, - ამბობს ნინო ჭყონია.

ამ დროისთვის ბრენდ „ფაფანაკის“ ქვეშ იწარმოება სასცენო, კლასიკური სამოსი, გათანამედროვებული ეროვნული და ბავშვის სამოსი.

„მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე წლიდან-წლამდე იზრდება.  ყველა ხაზზე არის მოთხოვნა, თუმცა ყველაზე კარგად გათანამედროვებული ქართული სამოსი იყიდება. ფასები 50-ლარიდან 3 ათას ლარამდეა ხარისხის შესაბამისად.

ჩვენი ნაწარმი იყიდება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ნიუ-იორკის მაღაზიაში, სადაც ცნობილი ქართული ბრენდებია წარმოდგენილი“, - ამბობს მეწარმე.

„ფაფანაკი“ თბილისში ფლობს სამკერვალოს და მაღაზიას ფალიაშვილის ქუჩაზე. კომპანია 30-მდე ადამიანს ასაქმებს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა