მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

რა საკითხებს განიხილავენ „პეისერა ბანკი საქართველოს“ აქციონერთა კრებაზე

news image

17 ნოემბერს სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება.  აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ აქციონერებს, რომლებიც სააღრიცხვო დღეს ირიცხებიან აქციონერებად.
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგი:
1. აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე კენჭისყრის ფორმის განსაზღვრა
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ აქციონერთა რაოდენობიდან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა კრებას, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე კენჭისყრა განხორციელდეს ღია კენჭისყრის ფორმით. 2.  აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მდივნის არჩევა
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ წესდების 7.1.7 ქვეპუნქტის თანახმად, აქციონერთა კრების მიერ არჩეულ უნდა იქნეს კრების მდივანი. სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა კრებას, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მდივნად არჩეულ იქნეს ივანე თევდორაშვილი.
3.    სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების შეტანა
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა კრებას, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოდენობით ბანკის საზედამხედველო კაპიტალის მოზიდვის მიზნით, მხარი დაუჭიროს სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების შეტანას.
4.    შპს „პეისერა საქართველოს“ (ამჟამად სს “პეისერა ბანკი საქართველო“) პარტნიორთა 2022 წლის 19 აგვისტოს კრების დღის წესრიგის მე-6 და მე-10 საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.
სს „პეისერა ბანკი საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი რეკომენდაციას აძლევს აქციონერთა კრებას, აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით, მხარი დაუჭიროს შპს „პეისერა საქართველოს“ (ამჟამად სს “პეისერა ბანკი საქართველო“) პარტნიორთა 2022 წლის 19 აგვისტოს კრების დღის წესრიგის მე-6 და მე-10 საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას. 
სამეთვალყურეო საბჭო     
თავმჯდომარე/წევრი: ლაშა კახიშვილი, 
თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: გიორგი მიროტაძე,
წევრი: ნინო მეფარიშვილი,
გენერალური დირექტორი: დიმიტრი ქუმსიშვილი,
რისკების დირექტორი: ტატიანა გორგაძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა