მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

რა საკითხები განიხილა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თავის ინდოელ კოლეგასთან

news image

ინდოეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განათლების სახელმწიფო მინისტრთან, დოქტორ სუკანთა მაჯუმდართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ერთმანეთს განათლების სფეროში არსებული მიღწევები, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო კავშირებისა და ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

ალექსანდრე წულაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ინდოეთსა და საქართველოს მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ.

საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას, ერთობლივი გაცვლითი და სადოქტორო პროგრამების განხორციელებას, ასევე, საერთო პუბლიკაციების მომზადებას.

თავის მხრივ, სუკანთა მაჯუმდარმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები, მადლობა გადაუხადა მინისტრს თანამშრომლობისთვის და საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებმა ანა მღებრიშვილმა, ბაია კვიციანმა, საქართველოს ელჩმა ინდოეთში ვახტანგ ჯაოშვილმა და კონსულმა ქეთევან ლაგვილავამ.

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა