მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

რა მოცულობის თანხებს მართავენ საინვესტიციო ფონდები

news image

დღეისათვის სებ-ის, საინვესტიციო ფონდების რეესტრი 5 საინვესტიციო ფონდს აერთიანებს, რომელთაგან პირველი 2021 წლის იანვარში დარეგისტრირდა. რეესტრის თანახმად, ყველაზე ბოლოს კი 2022 წლის დეკემბერში. ცხადია, არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში რეესტრს ახალი ფონდებიც დაემატება.

სებ-ის რეესტრში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდებია: 

  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "უძრავი ქონების ფონდი ელისიუმი 1", რომლის აქტივებსაც შპს "ელისიუმ ასეტ მენეჯმენტი" მართავს.
  • სს "ფორსაით კაპიტალი", რომლის აქტივებსაც შპს "ფორსაით ინვესტმენტ გრუპ"-ი მართავს.
  • სს “დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“, რომლის აქტივებსაც შპს "თიბისი აქტივების მართვა" მართავს.
  • შპს "გაზელ ფაინენს ჯორჯია" - სებ-ის ვებგვერდზე აქტივების მართვის კომპანია მითითებული არაა. 
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "რაშმორი“, რომლის აქტივებსაც შპს "ნექსუს ასეტ მენეჯმენთ"-ი მართავს.

როგორც Business Insider Georgia-ს სებ-ში განუცხადეს, 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, არსებული საინვესტიციო ფონდების მართული პორტფელის ჯამური მოცულობა შეადგენდა 92 მილიონ ლარს.

არსებულ საინვესტიციო ფონდებს ჰყავთ როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ინვესტორები.
თითოეული საინვესტიციო ფონდის მომგებიანობა განსხვავებულია და  აღნიშნული ინფორმაცია ფონდის ინვესტორებს უზიარდებათ.

ცნობილია, რომ სამომავლოდ არსებულ კანონმდებლობაში იგეგმება ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტო საპენსიო დანაზოგების ნაწილის განთავსებას ამ საინვესტიციო ფონდებში შეძლებს.

სებ-ში მიაჩნიათ, რომ საპენსიო სააგენტოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დადგენილი ლიმიტის და მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩიოს და ინვესტირება მოახდინოს ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე არსებულ საინვესტიციო ფონდებში. 

საინვესტიციო ფონდის სარეგისტრაციო/ავტორიზაციის მოთხოვნები გაწერილია „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №170/04 ბრძანებით დამტკიცებულ “საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესში“ .

სებ-ის განმარტებითვე, საინვესტიციო ფონდის დაარსებასთან დაკავშირებით 2020 წლიდან დღემდე შემოვიდა 9 განაცხადი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა