მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

რა გათვლებს აკეთებს აჭარის მთავრობა მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე და რა პარამეტრებით იქნება დაგეგმილი 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 

news image

აჭარის მთავრობამ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის შედგენაზე ინტენსიურად მუშაობს. რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ სამინისტროების და სხვადასხვა მხარჯავი დაწესებულებების 2025 წლის პრიორიტეტები აჭარის საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა, საიდანაც ირკვევა რომ 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 2024 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილი პარამეტრებით იქნება დაგეგმილი. უკვე ცნობილია, რომ 2025 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი შემოსულობების კუთხით 800 000 000 ლარზე იქნება გათვლილი, რაც 2024 წლის გეგმასთან შედარებით 10.1%-იანი ზრდაა. 2025 წელს შემოსულობების პარალელურად გადასახდელების გეგმის ნაწილიც 10,1%-ით გაიზრდება, ხოლო ხარჯები 10%-ით.

არაფინანსური აქტივების ზრდის კუთხით 2025 წლის გეგმა 11,6%-ით მეტი იქნება ვიდრე 2024 წლის გეგმა.

2025 წლისთვის 2024 წლის გეგმასთან შედარებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დაფინანსება 7,6%-ით გაიზრდება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება  11,1%-ით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება  4,0%-ით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება  29,5%-ით, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 10,9%-ით იქნება გაზრდილი.

სამაგიეროდ 2025 წელს 64,8%-ით შემცირდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაფინანსება, რაც ლოგიკურია, რადგანაც 2025 წელს 2024 წლისგან განსხვავებით არჩევნების გამართვა აღარ იგეგმება. 

აღსანიშნავია, რომ მოცემული პარამეტრები ჯერ კიდევ სამუშაო ვერსიაა და ის წლის ბოლომდე კიდევ უფრო დაიხვეწება და დაკორექტირდება. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა