მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

რა გამოწვევების წინაშეა სასტუმრო ბიზნესი ზემო რაჭაში - G&M Shovi-Racha Resorts

news image

დღეს რა გამოწვევებთან უწევთ გამკლავება ზემო რაჭაში კურორტ შოვში მოქმედ სასტუმრობს, Business Insider Georgia-თან G&M Shovi-Racha Resorts-ის მენეჯერი ჯენი სულთანიშვილი რამდენიმე პრობლემას ასახელებს. 

მათ შორის ერთ-ერთი კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„ადგილობრივ მოსახლეობას სასტუმროში მუშაობა არ სურს და ამიტომ კადრების ჩამოყვანა თბლისიდან გვიწევს. წელსაც მზარეული და მომსახურე პერსონალი ტურისტული სეზონისთვის თბილისიდან ჩამოვიყვანეთ“, -  ამბობს სასტუმროს მენეჯერი. 

ზემო რაჭაში სასტუმრო ბიზნესის მთავარ გამოწვევად Georgia-თან G&M Shovi-Racha Resorts-ის მენეჯერი ბუნებრივი აირის არქონას ასახელებს. 

„გამოწვევები ბევრია, ყველაზე მთავარი, რაც ხელს გვიშლის ბუნებრივი აირის არქონაა და ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება. არის შემთხვევები, როდესაც დენიც ითიშება, და გვიწევს ალტერნატიული საშუალებების მობილიზება, იმისთვის რომ სტუმრებს დისკომფორტი არ შეექმნათ. ყველაფრის მიუხედავად, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენს დამსვენებელს კომფორტული გარემო შევუქმნათ“, - ამბობს G&M Shovi-Racha Resorts-ის მენეჯერი.

შოვში მდებარე 30-ნომრიანი სასტუმრო 2000 წლიდან ოპერირებს და სტუმრებს სტანდარტულ და საოჯახო ტიპის ნომრებს 2-3-4 პერსონაზე სთავაზობს.  როგორც სასტუმროს მენეჯერი აცხადებს G&M Shovi-Racha Resorts ერთდროულად 70-80 ადამიანის გამასპინძლება შეუძლია.

„G&M Shovi-Racha Resorts-ში განთავსების ღირებულება 2 ადამიანზე ერთ ნომერში 70 ლარიდან იწყება და კვების რაციონისა და ნომრის ტიპის მიხედვით იცვლება“, - ამბობს Business Insider Georgia-თან სასტუმროს მენეჯერი.

შოვი ზღვის დონიდან 1600 მეტრზე, თბილისიდან 265 კმ-ში მდებარეობს. კლიმატი საშუალო ალპურია. შოვში ზამთარი ცივი და თოვლიანია, ზაფხული კი ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 17 °C). აღსანიშნია, რომ უძრავი ქონების განვითარების კომპანია “სიმეტრიას“ თაოსნობით, 2017 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს კურორტ შოვის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებისთვის აუცილებელი სამუშაოები. რეგიონში განვითარების პროექტის ძირითადი პარტნიორები სასტუმრო "სანსეტ შოვი", სასტუმრო G&M Shovi-Racha Resorts და პანსიონატი "მამისონი" არიან, რომლებიც კურორტის ისტორიული ტერიტორიის ძირითად ნაწილს ფლობენ.

დღეს არსებული განვითარების გენერალური გეგმის თანახმად, კურორტზე 5*, 4* და 3* სასტუმროების, კოტეჯების, სპორტული, გასართობი და ბალნეოგიურ-რეკრეაციული დანიშნულების ინფრასტრუქტურის შექმნაა დაგეგმილი, რაც კურორტს ოთხივე სეზონზე მოსანახულებლად და დასასვენებლად ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ადგილად აქცევს. წარმოდგენილი გეგმით განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციის მოცულობა 130 მილიონ დოლარს აჭარბებს. კურორტზე არსებულ სასტუმროებს კი მართვას უწევს სასტუმროების საერთაშორისო მმართველი კომპანია Hotel Collection International.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა