მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

რა არის მეწარმეებისთვის მთავარი გამოწვევა - მიხეილ ხიდურელის შეფასება

news image

„ძირითადი გამოწვევა, რომელიც მეწარმეებს არამხოლოდ რეგიონებში, არამედ ყველგან აქვთ, მათი პრობლემის სწორი გაანალიზებაა“ - აცხადებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. მისი თქმით, ქვეყანაში ფინანსური განათლება დიდი გამოწვევაა. ბიზნესის დასახმარებლად და სწორი რჩევების მისაცემად სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ რეგიონების საკონსულტაციო ცენტრების გახსნა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. 

„ხანდახან პრობლემა ჰგონიათ აბსოლუტურად სხვაგან, რეალური გამოწვევა კი შეიძლება იყოს ისეთ საბაზისო საკითხებში, როგორიც არის ფასწარმოქმნა. ანუ შესაძლოა მარჟის არასწორი გათვლებით მეწარმე კარგავდეს ფულს - ფინანსური განათლება არის დიდი გამოწვევა. ასევეა ზოგადი მართვის პრინციპები, იმიტომ რომ ბევრმა მეწარმემ საქმიანობა დაიწყო კუსტარულად. მოდი ასე ვთქვათ, ბიზნესგანათლების გარეშე. სწორედ ამ პრობლემებს მოაგვარებს ეს საკონსულტაციო ცენტრები. ჩვენ არ ვსხედვართ ოფისში და არ ველოდებით მეწარმეებს. 

ჩვენი გუნდი რეგიონების მასშტაბით დადის და იმართება საჯარო ლექციები, მარკეტინგის ვორქშოპები, ტარდება ფინანსების ვორქშოპები და შემდეგ უკვე ხდება ყველა მეწარმესთან ინდივიდუალური კონსულტაცია იმაზე, თუ რა სჭირდება მის ბიზნესს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ პატარა ბიზნესზე, შეიძლება იყოს ინდ.მეწარმე, მიკრო მეწარმე და მცირე და საშუალო მეწარმე“, - ამბობს მიხეილ ხიდურელი. 

ამჟამად, რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში მოქმედებს, წლის ბოლომდე კი კიდევ 4 რეგიონში დაემატება ახალი ცენტრები.
„რეგიონებში 3 საკონსულტაციო ცენტრი უკვე აქტიურად მუშაობს. ახლახანს ამოქმედდა ბათუმის საკონსულტაციო ცენტრი და უკვე აჭარელ მეწარმეებს შეუძლიათ ბათუმში მიიღონ აბსოლუტურად ყველანაირი მომსახურება, დიაგნოსტიკიდან დაწყებული ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე. საკონსულტაციო ცენტრი გვაქვს ზუგდიდსა და თელავში და წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ კიდევ 4 რეგიონს დავამატებთ და ნელ-ნელა მთელს საქართველოს მოვიცავთ. 
საკონსულტაციო ცენტრების მთავარი იდეა არის მეწარმის დახმარება ადგილზე, რეგიონში, სხვადასხვა პროგრამებით, მათ შორის ფინანსური პროგრამებით. თუმცა ფინანსებზე მეტად მნიშვნელოვანია, იმ ბიზნეს პრობლემების პოვნა, რომელიც მეწარმეებს აქვთ, შემდეგ კი ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ზრუნვა“, - აღნიშნა ხიდურელმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა