მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

პრემიერ-მინისტრმა კობა გვენეტაძის მუშაობა „უაღრესად დადებითად“ შეაფასა

news image

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სებ–ის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს 7 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, რომელიც ორშაბათს „რესპუბლიკაში“ გაიმართა  „უაღრესად დადებითად“ შეაფასა. 

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხშირად ყოფილა უთანხმოება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, თუმცა ყოველთვის ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებამდე მიდიოდნენ. 

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არაერთი საუბარი გვქონია - ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებით და პასუხისმგებლობით 2 წელი ერთად ვიმუშავეთ და თქვენ ხედავთ შედეგები შთამბეჭდავია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

„გახსოვთ პანდემიის შედეგად, მიყენებული უზარმაზარი ზარალი. შემდეგ უკვე გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც ურთულესია. ამ ორი დიდი გამოწვევის მიუხედავად, ბოლო ორი წელია ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა მოკლედ გავიხსენო,თუ რა ვითარებაში გავიცანი კობა გვენეტაძე ორი წლის წინ. მაშინ ქვეყანაში იყო მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. ამას ემატებოდა პანდემია, ვაქცინების არ არსებობა. ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10%-მდე, ქვეყნის ვალი 60%-ზე მეტი იყო მშპ-სთან. ლარი დოლართან 3,40-ნიშნულზე იყო. გვქონდა 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა. ჩვენი კოორდინირებული ნაბიჯების შედეგად და ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად ჩვენ შევძელით, რომ 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, მაშინ, როცა კომპეტენტური ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ქვეყანას დეფოლტი ელოდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.   

სებ–ის მოქმედ პრეზიდენტს ვადა მარტში ეწურება. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა