მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

პერლიტის მწარმოებელი კომპანიის 70%-ი აუქციონით გასხვისდა

news image

კომპანია „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“-ს 70%-ს ახალი მფლობელი ყავს. კომპანიის 70%--ი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ელექტრონული აუქციონის საშუალებით გაყიდა. ობიექტის საწყისი ღირებულება 630 750 ლარი იყო, ლოტი კი 639 160.00 ლარად გასხვისდა. აუქციონში სულ ერთი სუბიექტი იღებდა მონაწილეობას.

როგორც eauction.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, პერლიტის მოპოვებასთან დაკავშირებით „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“ ლიცენზიას არ ფლობს და ის პერლიტს შპს ,,ჯც“-სთან გაფორმებული ლიცენზიის იჯარის ხელშეკრულებით მოიპოვებს.

 ამასთან ლიცენზიის მოქმედების ვადა შპს ,,ჯც“-სთან 2026 წლის 17 ოქტომბერს ეწურება.

ბალანსის მიხედვით, კომპანიას ერიცხება: აქტივები სულ 2,313,333.00 ლარის, აქედან:
მიმდინარე აქტივები - 510,099.00 ლარის, კერძოდ: ნაღდი ფული სალაროში -262.00 ლარი, ფული საბანკო ანგარიშზე - 111.00 ლარი, დებიტორული დავალიანება 15782.00 ლარი, სასაქონლო მარაგები/ნედლეული - 475,488 ლარი, წინასწარ გაწეული ხარჯები (წინასწარ გადახდილი იჯარა, რეკლამა, დაზღვევა და სხვა) – 18456.00 ლარი;

ასევე, გრძელვადიანი აქტივები - 1,806,234.00 ლარის, კერძოდ: ავეჯი და ოფისის მოწყობილობა - 11,365.00 ლარი, მოწყობილობა და დანადგარები - 435,872.00 ლარი, სატრანსპორტო საშუალებები - 237,168.00 ლარი, უძრავი ქონება - 131,559.00 ლარი, მიწა - 990,000.00 ლარი.

ვალდებულებები სულ 1,115,049.00 ლარის, აქედან: მიმდინარე ვალდებულებები - კრედიტორული დავალიანება (მომწოდებლებისათვის გადასახდელი თანხები) – 228,800.00 ლარი, საგადასახადო ხარჯები (ხელფასები, იჯარა, დაზღვევა, კომუნალური და სხვა) – 187,126.00 ლარი, ავანსად მიღებული შემოსავლები - 659,123.00 ლარი, მოკლევადიანი სესხები - 40,000.00 ლარი.

გრძელვადიანი ვალდებულებები ბალანსზე არ ერიცხება.

აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, 2023 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, შპს ,,სამთო კომპანია ფარავანპერლიტის“-ს 100%-იანი წილის ღირებულება აქტივებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენებით განისაზღვრა:
v = აქტივების ღირებულება - ვალდებულებები
2,316,333 - 1,115,049 = 1,201,284.

აქედან გამომდინარე, შპს ,,სამთო კომპანია ფარავანპერლიტის“ 100 %-იანი წილის ღირებულებამ შეადგინა: 1,201,284.00 ლარი, შესაბამისად, 70 %-იანი წილის საბაზრო ღირებულებამ 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საორიენტაციოდ (დამრგვალებით) შეადგინა: 841,000 ლარი.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი“-ში 10%-იან წილს ფლობს თამარ დვალიშვილი, 70%-ს ქეთევან ვახტანგიშვილი, 10%-ს ქეთევან კვარაცხელია, ხოლო დარჩენილ 10%-საც ალექსანდრე კვარაცხელია.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შპს „სამთო კომპანია ფარავანპერლიტი” დაფუძნდა 2002 წელს.

წიაღით სარგებლობის  ლიცენზიის საფუძველზე,  კომპანია ახორციელებს  პერლიტის მოპოვებას, ნედლეულის გადამუშავებას და ფრაქციონირებული პერლიტის პროდუქციის რეალიზაციას. პერლიტის საბადო მდებრეობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, თბილისიდან 130 კმ–ში, ზღვის დონიდან 2150–2300 მეტრ სიმაღლეზე, საქართველოს უდიდესი ტბის  „ფარავნის“  სიახლოვეს.

კომპანიის მფლობელობაშია საწარმო ბაზა, რომელიც მოიცავს ფრაქციონირებული და აფუებილი პერლიტის წარმოების სრულ ტექნოლოგიებს.  პერლიტის გადამუშავების ტექნოლოგია ითვალისწინებს დამსხვრევა–შრობა–ფრაქციონირება–შეფუთვის ოპერაციებს. მზა პროდუქციის მომხმარებლებზე მიწოდება ხდება ქარხნიდან როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტით. ასევე, მიწოდება შესაძლებელია საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებიდან: ფოთისა და ბათუმის პორტებიდან.

ამერიკისა და უკრაინის პერლიტის ინსტიტუტებთან  თანამშრომლობის შედეგად კომპანია  ეცნობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რის შედეგადაც წარმოებაში მუდმივად ინერგება  უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისთვის. ფრაქციონირებული პერლიტის 95% გადის ექსპორტზე  უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში და ა.შ.

სამთო კომპანია „ფარავანპერლიტი“ საქართველოში ერთადერთი მწარმოებელია პერლიტის ბლოკებისა და პერლიტის სხვადასხვა სამშენებლო პროდუქტის, რომელიც შეესაბამება „ეკო სახლისა“ და „თბილი სახლის“ თანამედროვე სტანდარტებს, სამშენებლო მასალებისა და ენერგო რესურსების ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა