მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას მხარი დაუჭირა

news image

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას მხარი დაუჭირა.

საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.

მომხსენებლის თქმით, საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის შეთანხმება მოიცავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენციის") ძირითად პრინციპებს. შეთანხმების პროექტით რეგულირდება ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება. ასევე ითვალისწინებს შეღავათიანი რეჟიმის გავრცელებას თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველზე, თუ ნივთი ან მომსახურება განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ასევე გადასახადებისგან თავისუფლდება ავიაბილეთები, ავიაზედნადები, პერსონალის უნიფორმები, ნებისმიერი საბეჭდი მასალა, რომელზეც აღნიშნულია ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა.

მომხსენებლის განცხადებით, შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ომანს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და თავისუფალი კონკურენციისა და ტურიზმის განვითარებას. ასევე შექმნის რეგულარული ფრენებისთვის სამართლებრივ საფუძველს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა