პარლამენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტთან დაკავშირებულ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 85 ხმით, პირველი მოსმენით „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო.
როგორც მომხსენებელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, კანონპროექტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტი 100 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე იზრდება და აღნიშნულ ცვლილებასთან მიმართებით, ეროვნულ ბანკს ენიჭება უფლებამოსილება ნორმატიული აქტით განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები მიკროკრედიტთან დაკავშირებით.
კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები