პარლამენტმა მიკრო ბანკებთან დაკავშირებული ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა
საქართველოში მიკრო ბანკების საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები, კანონით დარეგულირდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის ინიციატივით, „მიკრო ბანკების საქმიანობასთან დაკავშირებით“ შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა, რომელზეც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
მომხსენებელმა, აღნიშნული კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 25 კანონპროექტი დეპუტატებს მესამე მოსმენით გააცნო და იმ რედაქციულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტში მეორე მოსმენის შემდეგ განხორციელდა.
მისივე თქმით, ცვლილებები კანონის ამოქმედების ვადასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც კანონი 2023 წლის 1 -ელ აპრილის ნაცვლად, 1-ელ ივლისს ამოქმედდება.
მიკრო ბანკებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი, პარლამენტმა 71 ხმით, ერთხმად, მესამე მოსმენით მიიღო.
დღის ტოპ 10 სიახლე
26 მაისის ღონისძიებების განრიგთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები