მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.7
-0.0173
flag
AZN 1.6168
-0.0014
flag
CNY 37.841
0.0008
flag
EUR 3.1239
-0.0066
flag
GBP 3.6732
-0.0095
flag
KZT 53.58
-0.0017
flag
TRY 0.0714
-0.0002
flag
USD 2.7492
-0.0024

ოთარ შამუგია იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა

news image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, იმერეთში, დაბა კვერეთში ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში იმყოფებოდა, სადაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი ხორციელდება.

მინისტრის დავალებით, ნაკადულის კალმახის საშენში დაიწყება ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება, რაც მეურნეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისს გახდის.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს, ბიომრავალფეროვნების დაცვა-აღდგენა და მათი ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნება წარმოადგენს, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.  ველური ბუნების სააგენტო მუშაობს ნაკადულის კალმახის ველურ ბუნებაში აღდგენაზე. მსგავსი მეთოდით საქართველოს მდინარეებში წითელი ნუსხის სახეობის მდინარის კალმახის პოპულაცია გაიზრდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში, ოთარ შამუგიასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მდინარის ქვირითით დათევზიანებაშიც მიიღეს მონაწილეობა. 

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების დათევზიანებაა. ნაკადულის/მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 98-მდე მდინარე  მილიონზე მეტი ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა