მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7082.1
0.0056
flag
AZN 1.5989
-0.0002
flag
CNY 37.964
-0.0015
flag
EUR 3.202
-0.007
flag
GBP 3.711
-0.0052
flag
KZT 52.34
-0.0006
flag
TRY 0.0683
0.0001
flag
USD 2.7191
-0.0004

ორი კონკრეტული შეთანხმება უკვე გვაქვს, გაიხსნება ისეთი ტიპის კოლეჯები, სადაც კერძო სექტორიც მონაწილეობს - გიორგი ამლახვარი

news image

ერთი-ორი კონკრეტული შეთანხმებაც გვაქვს, გაიხსნება ისეთი ტიპის კოლეჯები, სადაც უკვე კერძო სექტორიც მონაწილეობს - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორ გიორგი აბაშიშვილთან საუბარში განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში ბიზნესი ნომერ პირველ საკითხად, გამოწვევად და პრობლემად ასახელებს კვალიფიციური კადრების ნაკლებობას, ადამიანური კაპიტალის დეფიციტს. ბუნებრივია, აქ უკვე პროფესიულ განათლებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

„ჩვენ დავიწყეთ ამ სისტემის სრულად გადაწყობა და მორგება შრომის ბაზრის, კერძო სექტორის მოთხოვნებზე. საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ძალიან სწორი კონცეფცია შემოვიტანეთ, ეს არის კერძო საჯარო პარტნიორობა პროფესიულ განათლებაში, სადაც სახელმწიფო არა მხოლოდ როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი და ტექნიკური მხარდამჭერი ამ პროცესის, არამედ, როგორც ინვესტორი მოქმედებს და ჩვენ ამისთვის შესაბამისი ბიუჯეტიც გვაქვს გამოყოფილი.

პრაქტიკულად ჩვენ კერძო სექტორისგან არ ვითხოვთ ინვესტიციის ჩადებას. იქნება ეს პროფესიული კოლეჯის შექმნა, თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული აღჭურვილობით ნაწილი, არამედ გვინდა მხოლოდ მათი მონაწილეობა, რომ სწორად დავსვათ ის მიზნები და ამოცანები, შედეგები, რომლებიც კურსდამთავრებულმა უნდა მიიღოს. ასევე, რაც თავად დამსაქმებელს სჭირდება, მათი ამ პროცესში ჩართულობა და მართვის გაზიარება.

ათეულობით ასეთ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და ერთი-ორი კონკრეტულად მიღწეული შეთანხმებაც გვაქვს. უახლოეს თვეებში გაიხსნება ისეთი ტიპის კოლეჯები, სადაც ერძო სექტორი ჩვენთან ერთად მონაწილეობს და სადაც დასაქმების მაჩვენებელი პრაქტიკულად 100%-ით იქნება და გარანტირებული“,- აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა