მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

ნინი ნუცუბიძის რჩევები საქართველოს ბანკის კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში

news image

ნელ-ნელა ზაფხული იწურება, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება დრო იმისათვის, რომ ზაფხულის ბოლო საკითხავი გადავშალოთ და კიდევ ერთ ლიტერატურულ თავგადასავალში ვიმოგზაუროთ.

ახალგაზრდებსა და სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკების კამპანია  - „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” – დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც, კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში მათთვის საყვარელ ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ.

ახალი თავგადასავლების აღმოსაჩენად, „მეგზურებმა“ 10 წიგნი შეარჩიეს და მათში კომენტარები დატოვეს, რომელთა მეშვეობით მკითხველს აქვს შესაძლებლობა, გაეცნონ იმ ადგილებს, რომლებმაც „მეგზურები“ დააფიქრა, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დაუტოვა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა.

7 ხელოვანს შორისაა ნინი ნუცუბიძეც, რომელმაც ზაფხულის საკითხავად უილიამ გოლდინგის წიგნი „ბუზთა ბატონი“ შეარჩია.

 „ჩემი აზრით, კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა უნარის განვითარებაში ეხმარება ადამიანს. ჩემს შემთხვევაში, მეხმარება ტექსტების წერაში. შეიძლება ზუსტად იმ მომენტში არ გამოვიყენო წაკითხული და განცდილი ემოციები, მაგრამ გამიჩინოს რაღაც ინსპირაცია... დაილექოს და სწორედ მაშინ ამოტივტივდეს გონებაში, როდესაც საჭირო გახდება“, - ამბობს ნინი ნუცუბიძე. 

განმარტავს, რომ დღევანდელ სამყაროში კითხვის დრო ადამიანებს ნაკლებად რჩებათ, რადგან სულ სადღაც მიგვეჩქარება, სულ რაღაც არის გასაკეთებელი... თუმცა, მაინც, ყველაზე ტკბილია როცა ამ დატვირთული გრაფიკის ფონზე გამონახავ დროს და გადაშლი წიგნს - „მაგალითად, მეტროში... რაღაცნაირად სხვანაირი კონცენტრაციით და სიგემრიელით ვკითხულობ ამ დროს“, - გვიყვება ნინი.

მათ, კი ვისაც ახალი ლიტერატურული თავგადასავლის აღმოჩენა სურთ, ურჩევს, აუცილებლად წაიკითხონ „ბუზთა ბატონი“. მოგზაურობაში მეგზურობას კი მათ ნინი თავად გაუწევს.

უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები სკოლის მოსწავლეებისთვის საქართველოს 10 რეგიონში მოქმედ საქართველოს ბანკის 23 იდეათეკაში არის განთავსებული.

ამასთან, უნიკალური დიზაინის მქონე წიგნების შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge–სა და სულაკაურის გამომცემლობის (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე) მაღაზიებში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს – ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 10 რეგიონის 23 სკოლაში ფუნქციონირებს და 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე. 


 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა