მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

ნებისმიერ ონკოლოგიურ პაციენტს, შესაძლებლობა აქვს სრულად, სახელმწიფო დაფინანსებით იმკურნალოს - ზურაბ აზარაშვილი

news image

ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ონკოლოგიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული პროგრამამნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც გამოსავლებს , ასევე მიმდინარე პერიოდში სამედიცინომომსახურეების ხარისხსაც.

 

ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით არსებული პრობლემა ძალიან მძიმე იყო. უკმაყოფილება მოდიოდა მშობლების მხრიდან, როგორც კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების, ისე ექიმების მიმართ. სისტემის ამოქმედება ძალიან რთულია, ეს სხვადასხვა მაღალკვალიფიციურექიმებთან, ტექნოლოგიებთან და ჩვენს გეგმებთანაა დაკავშირებული,ვგულისხმობ რესპუბლიკურსაავადმყოფოს.

 

ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებასაც ითვალისწინებს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დროში გაწელილი პროცესია,ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამბავშვებისთვის მკურნალობა საზღვარგარეთ შეგვეთავაზებინა. სახელმწიფოს დაფინანსებით ისინიდიაგნოსტიკასა და მკურნალობას თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიშეძლებენ.

 

სამივე ქვეყანაში 30-მდე ბავშვი მკურნალობს.ვამატებთ პროვაიდერებს. ვფიქრობთ, რომ ესეცძალიან წარმატებული პროექტია, ვინაიდან , ჩვენ კარგად დავინახეთ, თუ როგორი უნდა იყოს კარგადგამართული ბავშვთა ონკოლოგია. ამ გამოცდილებას მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების კმაყოფილებაც.

 

რაც შეეხება, ონკოლოგიურ ქირურგიას, როგორც გეგმური, ისე გადაუდებელი ოპერაციები, ქვეყნისმასშტაბით ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთაწლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.

 

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიურიმედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულმედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთასრულ საჭიროებებს დაფარავს“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა