მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ნავთობიმპორტიორი TOP 5 კომპანიიდან რომელი ფლობს ყველაზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს

news image

საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი TOP 5 ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიიდან ყველაზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს - შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი)  ფლობს 

Business Insider Georgia-თვის კომპანიებს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა ასე გადანაწილდა: 

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - ბრენდი ვისოლი - 135 სადგური
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია - ბრენდი ლუკოილი - 57 სადგური
  • შპს რომპეტროლ საქართველო - ბრენდი რომპეტროლი - 67 სადგური
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია - ბრენდი გალფი - 166 სადგური
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - სოკარი - 107 სადგური

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ბენზინგასამართი სადგურების ქსელი გამოიკვეთა: 

  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
  • შპს ლუკოილ-ჯორჯია;
  • შპს რომპეტროლ საქართველო;
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია;
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი;

(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

საჯარო რეესტრის მონაცეებით, „სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” 2000 წელს დაფუძნდა, თავდაპირველად მისი სახელი “კანარგო სტანდარტ ოილი პროდაქტსი” იყო. “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” სააქციო საზოგადოებაა და საჯარო რეესტრში შემდეგი მონაცემი ფიქსირდება:  „სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ლევან ფხაკაძე და  ნუგზარ აბრამიშვილი. ხოლო კომპანიის დირექტორია ვასილ ხორავა.  მანამდე, აუდიტის დასკვნის თანახმად, წილობრივი მონაწილეობა ასე იყო გადანაწილებული - ლევან ფხაკაძე 35.77%; სოსო ფხაკაძე 30.98%; გიორგი რამიშვილი 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი 8.25%; ალექსი თოფურია 7.12% და დევიდ ბორგერი 2.38%. 

შპს ლუკოილ-ჯორჯიას - 100%-ს საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება LITASCO, CHE-100.738.922 /შვეიცარია/ ფლობს. კომპანიის დირექტორია ზაურ ჯალილოვი ( აზერბაიჯანის მოქალაქე), ხოლო მმართველი ორგანო საერთო კრება.

შპს რომპეტროლ საქართველოს - 100% -ს ფლობს ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი., 808283662, 24297754 /ნიდერლანდები/ ფლობს.  დირექტორთა საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: დუმიტრუ კატალინი, /რუმინეთი/, წევრი: ტლეკ მაულეშევი, /ყაზახეთი/ და წევრი ისკანდერ აბდინაიტოვი /ყაზახეთი/  კომპანიის გენერალური დირექტორია - ყაზახეთის მოქალაქე ტლეკ მაულეშევი. 

შპს სან პეტროლიუმ ჯორჯიას - 100% - ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Energy Investment Venture Holdings, 4916402 /აშშ/ ფლობს. კომპანიის დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი, რმელიც აშშ-ს მოქალაქეა. 

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის - 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია ფლობს. კომპანიის დირექტორია ნოდარ ყანჩაველი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა