მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

ნათია თურნავამ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

news image

"ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას ჩვენი შემდგომი ეკონომიკური განვითარებისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, "თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე.

კონფერენციის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბოლო პერიოდში კაპიტალის ბაზრის სწრაფი ტემპით განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც მისი თქმით, მონაწილეთა რაოდენობის, ემიტენტებისა და ინვესტიციების ზრდა მიუთითებს.

"ეროვნული ბანკისა და მთავრობის ჩართულობით, ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. შეიქმნა ძირითადი საკანონმდებლო ბაზა, განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა. სებ-ი მოქმედებს, არა მხოლოდ როგორც რეგულატორი, ჩვენ ვმოქმედებთ როგორც დეველოპერები - მთავრობის უწყებებთან თანამშრომლობით ვხვეწავთ საკანონმდებლო ჩარჩოს. ეს არის ერთობლივი ამოცანა და ამ მიმართულებით გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია", - განაცხადა ნათია თურნავამ.

"თიბისი კაპიტალის" მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები  გააზიარეს.

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამართულ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე.

კონფერენციაზე, ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა: გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და გავლენა საქართველოზე, ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები, ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, მდგრადი დაფინანსების გლობალური ტენდენციები, არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, აქტივების მართვის პერსპექტივები, კერძო კაპიტალის ინვესტირება  საქართველოში და სხვ.

"თიბისი კაპიტალის" ეგიდით, კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურად ჩატარდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა