მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

ნათია ჭკადუა, მსოფლიოში „ვენდის“ რესტორნების 5 საუკეთესო GM-ს შორის შევიდა

news image

საქართველოში Wendy's-ს, Subway-ს  და Dunkin-ს ახალი ხელმძღვანელი გივი გვეტაძემ სოცილურ ქსელში წერს, რომ ნათია ჭკადუა, მსოფლიოში „ვენდის“ რესტორნების 5 საუკეთესო GM-ს შორის შევიდა. 

„ვენდის 2024 წლის კონვენცია ორლანდოში. ჩვენი რესტორნის მენეჯერი, ნათია ჭკადუა დაასახელეს როგორც ვენდის რესტორნების ტოპ GM (რესტორნის მენეჯერი) და ის 200 სხვა ტოპ მენეჯერთან ერთად (როგორც აშშ-დან ასევე ყველა სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან) ესწრება ვენდის კონვენციას.

ამავე კონვენციაზე, დამატებით, ნათია დაასახელეს როგორც Top of the Top GM, და უკვე შევიდა მსოფლიოში ვენდის რესტორნების 5 საუკეთესო GM-ს შორის“, - წერს გივი გვეტაძე.

გივი გვეტაძის ინფორმავიით, ნათია საქართველოში ვენდის გახსნის პირველივე დღიდან არის ვენდის გუნდის წევრი და ეს ჯილდო ასახავს იმ ყველა დადებით თვისებას, შრომას, თავდადებას, მოტივაციას, ლიდერობას, რაც მას გააჩნია.

„ცხადია, უდიდესი ნაწილი ამ წარმატებასა და აღიარებაში მიუძღვის საოპერაციო გუნდს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისოს, ვინაიდან მათი საქმიანობის შედეგად გვაქვს საუკეთესო ხარისხის პროდუქტი, საუკეთესო მომსახურება, ბედნიერი თანამშრომელი და ბედნიერი მომხმარებელი. ნიკა, ნოდო, გილოცავთ თქვენი გუნდის ამ დიდ და ძალიან მაგარ წარმატებას და აღიარებას. keep going guys“, წერს საქართველოში Wendy's-ს, Subway-ს  და Dunkin-ს ახალი ხელმძღვანელი. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა