მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

მუსიკოსების საზაფხულო ფლეილისტი – რას უსმენენ გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია და ნიკალა

news image

გიზიარებთ ბლოგს: ზაფხული მზესთან, დასვენებასთან, გართობასთან და სილაღესთან ასოცირდება. ამ ყველაფერს კი კარგი მუსიკა ერთიორად სასიამოვნო გამოცდილებად აქცევს, რაშიც ციხისძირში “შუქურას” სტუმრები წელს კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ.

20 ივლისს “შუქურაში” მსმენელების საზაფხულო განწყობაზე გიორგი გიგაშვილმა, ნინი ნუცუბიძემ, კატო კვარაცხელიამ და ნიკალამ იზრუნეს. ჩვენ კი იმითაც დავინტერესდით, თუ თავად ჩამოთვლილი მუსიკოსები რას უსმენენ და მათი პასუხების მიხედვით, საზაფხულო ფლეილისტიც შევადგინეთ.

გიორგი გიგაშვილი

გამორჩეული ქართველი პიანისტის, გიორგი გიგაშვილის, სახელი საქართველოშიც და საზღვარგარეთაც კარგად იციან და მის წარმატებულ კარიერას ყველა დიდი აღტაცებით ვადევნებთ თვალს. მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი წარმატება კი ალბომ Meeting My Shadow-ს უკავშირდებარომლითაც პრესტიჟული ნიდერლანდური მუსიკალური დაჯილდოების Edisons Awards-ის ნომინანტი გახდა. გიორგი გიგაშვილმა საზაფხულო ფლეილისტისთვის ორი სიმღერა — Charli XCX-ის Von dutch და კენდრიკ ლამარის ბოლოდროინდელი ჰიტი Not Like Us შეარჩია.

ნინი ნუცუბიძე

ახალგაზრდა ქართველ არტისტებს შორის ნინი ნუცუბიძე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმაა, რომელსაც საქართველოში და საზღვარგარეთ უამრავი ერთგული მსმენელი ჰყავს. ნინი სცენაზე პირველად წლების წინ დადგა და მუდმივად ახალ-ახალ მწვერვალებს იპყრობს. მაგალითად, წელს Billboard Women in Music-ის Global Force-ის ნომინანტთა სიაშიც კი იყო წარდგენილი. ყველაზე ცხელ სეზონზე ნინის საყვარელი სიმღერები Underworld-ის Born Slippy (Nuxx) და კენდრიკ ლამარის For Free?-ია.

კატო კვარაცხელია

კატო კვარაცხელიასთვის ერთხელ მოსმენა საკმარისია იმისთვის, რომ მისი გამორჩეული ჟღერადობის ხმა და საუცხოო შესრულება თქვენი მუსიკალური გემოვნების განუყოფელ ნაწილად იქცეს. კატოს სიმღერები ნებისმიერ სეზონსა და ამინდს უხდება, თუმცა თავად მუსიკოსმა ზაფხულის საყვარელ სიმღერებად სტივი უანდერის Power Flower და ქართველი შემსრულებლების, ნინი ნუცუბიძისა და ნიკალას, Nana Shit დაასახელა.

ნიკალა ზუბიაშვილი

ნიკალა ზუბიაშვილი, იგივე Nikala, სხვადასხვა ინსტრუმენტს, ჟანრსა თუ ტექნიკას ისეთ კომპოზიციებში აერთიანებს, რომლებიც საპატიო ადგილს ნებისმიერი გემოვნების მქონე მსმენელის ფლეილისტში დაიკავებს. სხვა ქართველ არტისტებთან თანამშრომლობით შექმნილ მუსიკაში კი მისი ინდივიდუალური ხელწერის ამოცნობას ყველა შეძლებს, ვისაც ნიკალას მუსიკისთვის ერთხელ მაინც მოუსმენია. წელს მუსიკოსს საზაფხულო განწყობას Supershy-ის Keep It Rising და ქართველი არტისტების – Kordz, Mechanical Rainbow და სტეფანეს უახლესი ჰიტი SDEQ უქმნის.

SOLO-სთან პარტნიორობით, “შუქურაში” კვლავ გრძელდება 6 ივლისს დაწყებული მუსიკალური საღამოების სერია. 27 ივლისს მსმენელების საზაფხულო განწყობაზე Kordz და თემურიკო დიასამიძე იზრუნებენ, 3 აგვისტოს კი — Moku J & Moku T. შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი SOLO ბარათით ბილეთების შეძენა 30%-იანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. ზღვა, სიმწვანე, “შუქურას” საოცარი სივრცე და საუცხოო მუსიკა დაუვიწყარი საზაფხულო მოგონებების შესაქმნელად საუკეთესო შესაძლებლობაა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა