მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

მთლად ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება - კახა კალაძე

news image

მთლად, რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

თბილისის მერის თქმით, წერეთლის გამზირზე, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა. 

„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტია. სამუშაოები მასშტაბურია. არ შემოვიფარგლებით მხოლოდ გზის მოფრეზვით. გვინდა ფუნდამენტურად განვახორციელოთ ცვლილებები, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც აღნიშნული გამზირი არსებობს ამ მასშტაბის სამუშაოები არ განხორციელებულა. 

ამ სამუშაოების პროცესში იყო პრობლემები. კომპანიები ძალიან ხშირად ვერ ასრულებენ ნაკისრ მოვალეობებს, რაც ხელშეკრულებით არის გაწერილი და ამჯერადაც გვქონდა ასეთი ფაქტი და მოგვიწია დამშვიდობება იმ ორ კომპანიასთან ვინც სამუშაოს ასრულებდა. 

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და არაერთხელ გვითქვამს, რომ სამუშაოები იანვრის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული და მოძრაობა თავისუფლად უნდა იყოს შესაძლებელი. ეს კომპანიები ვერ ეტეოდნენ ამ ვადებში, რამდენჯერმე მოგვწერეს ვადის გადაწევასთან დაკავშირებით.  იანვარი ყოველთვის ძალაში იყო, შიდა ვადებზე იყო საუბარი. 

ვხედავდით, რომ იყო პრობლემები და მივიღეთ გადაწყვეტილება დავმშვიდობებოდით ამ კომპანიებს. 

ჩემთვის ქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია, რომ წერეთლის გამზირზე მოძრაობა აღდგეს ორმხრივად.  ამიტომ მიმდინარეობს შერჩევა. 

მთლად, რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული, მოძრაობა აღდგენილი და ეს პირობა რა თქმა უნდა შესრულდება,“- განაცხადა კალაძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა