მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნომინალური მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას უსწრებს - მსოფლიო ბანკი

news image

მსოფლიო ბანკი მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებულ გლობალურ მონაცემებს აქვეყნებს. ირკვევა, რომ  საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდვეულნარიანობის პარიტეტის მიხედვით  2023 წელს 11,75%-ით გაიზარდა, 86,6 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა და იმ 30 ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებმაც გასულ წელს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდა ორნიშნა მაჩვენებლით  მოახერხა.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის მიხედვით 2023 წელს საქართველომ უკვე არსებითად გადაუსწრო ლატვიას, რომლის მაჩვენებელი 2022 წელს საქართველოს მსგავსად 77 მილიარდი საერთაშორისო დოლარი იყო და 2023 წელს მხოლოდ 78 მილიარდამდე გაიზარდა, რაც 11%-ით ჩამოუვარდება საქართველოს 2023 წლის  მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ, 2021 წელს  ლატვიის მთლიანი ეროვნული შემოსავალი საქართველოს მაჩვენებელს 2,4 მილიარდი საერთაშორისო დოლარით აღემატებოდა, 2023 წელს კი საქართველოს მთლიანი ეროვნულ შემოსავალი 8 მილიარდ 700 მილიონი საერთაშორისო დოლარით აჭარბებს ლატვიის დონეს.

მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავლის ნომინალური მაჩვენებლით საქართველო უკვე უსწრებს ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას: ლუქსემბურგს, ისლანდიას, მალტას, კვიპროსს, ლატვიას, და ესტონეთს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა