მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

მოლაპარაკებები თითქმის დასრულებული გვაქვს მსოფლიო ავტოინდუსტრიის 4 უმსხვილეს ბრენდთან - „ამბოლი“

news image

2024 წელს „ამბოლი“ საქართველოში ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ამბოლის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ზურა შალამბერიძემ განაცხადა, „ამბოლი“ მსოფლიო ავტოინდუსტრიის 4 უმსხვილეს ბრენდთან მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზეა. 

„ახალი ბრენდების დამატება მუდმივი პროცესია, „ამბოლი“ ყოველწლიურად ცდილობს ახალი და მომხმარებლებისთვის სანდო მწარმოებლები შემოიყვანოს ქართულ ბაზარზე. 2024 წელი ამ მიმართულებით განსაკუთრებული იქნება, რადგან მოლაპარაკებები თითქმის ბოლომდე დასრულებული გვაქვს  მსოფლიო ავტოინდუსტრიის 4 უმსხვილეს ბრენდთან და უახლოეს მომავალში ამის შესახებ ჩვენი მომხმარებლები შეიტყობენ“, - აღნიშნა ზურა შალამბერიძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში ავტომობილების იმპორტის რაოდენობა  წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, ავტო ნაწილების ბაზარიც მზარდია.

„ჩვენს სეგმენტში დიდი კონკურენციაა, თუმცა ვართ ისეთი პრემიუმ ბრენდების ოფიციალური პარტნიორები, როგორიცაა Goodyear, Nexen, Toyo tires, Mutlu, Duracell, Osram, Brembo, TMD, Wolf, Totach, ENI და ეს საშუალებას გვაძლევს ავტო პროდუქტების მიმართულებით ჩვენი ბაზრის წილიც მუდმივად გავზარდოთ“,  აღნიშნა შალამბერიძემ. 

2024 წელს „ამბოლი“ საქართველოს მასშტაბით კიდევ 8 ფილიალის გახსნას განიხილავს. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ამბოლი“ ამ დროისთვის საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 18 ფილიალით არის წარმოდგენილი და წლის ბოლომდე  2 ახალი ფილიალის გახსნასაც გეგმავს.
2024 წელს „ამბოლი“ კვლავაც განაგრძობს გაფართოებას და საქართველოს მასშტაბით კიდევ 8 ფილიალის გახსნა მოიაზრება

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა