მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

mobineX-მა ულიმიტო, სამოგზაურო, ახალი ფიზიკური SIM ბარათი გამოუშვა

news image

პირველმა ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც 2022 წლიდან ბრიტანეთში საქმიანობს, ულიმიტო სამოგზაურო ფიზიკური SIM ბარათი გამოუშვა. 

„დაახლოებით 1 თვის წინ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა დაამტკიცა ახალი FUP პოლისი, რის შედეგადაც ჩვენს ფიზიკურ SIM ბარათებზე დიდი ბრიტანეთის გარეთ მოგზაურობისას შესაძლებელი გახდა პაკეტის ჯამური მოცულობის მხოლოდ 25%-ის გამოყენება. ამ სიახლემ საკმაოდ ნეგატიური უკუკავშირი გამოიწვია ჩვენს ერთგულ მომხმარებლებში ვინც ბრიტანეთს გარეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის  თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა მარიამ კაკაბაძემ განუცხადა. 

მისი ინფორმაცით შეზღუდვის გავრცელების პარალელურად mobineX-ის გუნდმა ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია დაიყო და ზუსტად 5 კვირაში მოახერხა  ბევრად გაუმჯობესებული, ახალი ფიზიკური SIM ბარათების გამოტანა ბაზარზე.

„შედეგად, დღეს mobineX-ში უკვე გვაქვს ფიზიკური SIM ბარათები, რომლებიც ძველი SIM ბარათებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ევროპის 35 ქვეყანას ფარავს, არამედ - მთელ დედამიწას“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახლა უკვე, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისთვის შესაძლებელია კონკრეტული დღეებისა და MB-ების რაოდენობის შერჩევა ან უფრო მარტივად, გქონდეთ ულიმიტო ინტერნეტი სასურველი პერიოდით.  

„mobineX - სულ ხაზზე ვართ!“- აცხადებენ კომპანიაში.  

mobineX პირველი კომპანიაა, რომელსაც აქვს სამოგზაურო ინტერნეტის როგორც eSIM, ისე -  ფიზიკური SIM ბარათი. ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:  https://onelink.to/httpsmobinex1311-1 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა