მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0.0019
flag
AZN 1.5353
-0.0001
flag
CNY 38.899
-0.0018
flag
EUR 3.0247
-0.0095
flag
GBP 3.5239
-0.0097
flag
KZT 57.79
-0.005
flag
TRY 0.0537
-0.0001
flag
USD 2.6095
-0.0006
news banner

მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარით, თბილისში კვლავ სილქნეტი ლიდერობს

news image
mbc image

სილქნეტის მობილური ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის უპირატესობა არაერთხელ აღინიშნა, როგორც კომუნიკაციების კომისიის, ისე საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმების ანგარიშებში.

კომუნიკაციების კომისიის ახალმა კვლევამ, რომელიც თბილისში ივლისში ჩატარდა, კიდევ ერთხელ გამოავლინა სილქნეტის უპირატესობა. გასულ წელსაც, კომისიის ანალოგიური მონიტორინგით, სილქნეტი ლიდერობდა.

კომპანია ინარჩუნებს წამყვან ადგილს მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარით:

სილქნეტი 24.7 მბიტ/წმ;

მაგთიკომი 20.5 მბიტ/წმ;

სელფი 12.6 მბიტ/წმ

ამავე კვლევით, დედაქალაქის მასშტაბით, სილქნეტი საუკეთესოა წარმატებული ხმოვანი ზარების წილობრივი მაჩვენებლით.

იმისათვის, რომ მაღალხარისხიანი მობილური კავშირი ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს დიდ ქალაქებსა თუ დასახლებულ პუნქტებში, მთისა და ზღვის კურორტებზე,  სილქნეტი ყოველწლიურად მილიონობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

ქსელის გაძლიერებისა და მოდერნიზაციის სამუშაოები, რომელიც ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სილქნეტის ქსელში, ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული ახალი საბაზო სადგურის მოწყობას დედაქალაქსა და რეგიონებში, ასევე, დაფარვის გასაუმჯობესებლად  ახალი მიკრო სადგურების დამატებას თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში.

ამას გარდა, თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ხორციელდება გიგაბიტ-LTE ქსელისთვის გამოყოფილი სიხშირული ზოლის შემდგომი გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მობილური ინტერნეტის ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას, ისე – ახალი ტრაფიკის გენერირებას.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდა ხმოვანი სერვისის დაფარვა და ხარისხი თბილისსა და ბათუმში, განსაკუთრებით – შენობების სიღრმეში, რის ხარჯზეც დაგენერირდა  მნიშვნელოვანი ოდენობის ახალი ხმოვანი ტრაფიკი  ბათუმში და თბილისის უმეტესი უბნებისთვის. აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა