მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7204.9
-0.0174
flag
AZN 1.6019
-0.0019
flag
CNY 39.521
-0.0012
flag
EUR 3.1471
0.0188
flag
GBP 3.6424
0.0228
flag
KZT 56.63
-0.0005
flag
TRY 0.0615
0
flag
USD 2.7231
-0.0033

მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, ფიქსირებულს კი მილიონზე მეტი - კახა ბექაური

news image

პარლამენტის პლენარულ სესიაზე, კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის 2021 წლის ანგარიშის მიმოხილვისას, ელექტრონული კომუნიკაციების დარგის განვითარების ტენდენციები წარადგინა. მისი თქმით, 2021 წელს, ელექტრონულ კომუნიკაციებში ავტორიზებული პირების მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1,267 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით, 114 მილიონი ლარით მეტია. მისივე განცხადებით, 2021 წელს, მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5,55 მილიონი შეადგინა, საიდანაც იურიდიული პირი 1,3 მილიონი, ხოლო ფიზიკური პირი 4,2 მილიონი იყო. ComCom-ის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ 2021 წელს მობილური შემოსავლების 75% ფიზიკურმა პირებმა, 25% კი იურიდიულმა პირებმა შეადგინეს.

„საქართველოში მობილური მომსახურებების ბაზარზე პენეტრაცია მაღალია და 160%-ს შეადგენს“ - განაცხადა ბექაურმა და აღნიშნა, რომ აბონენტების რაოდენობის მიხედვით, 2021 წლის მობილური ოპერატორების საბაზრო წილის 42% „მაგთიკომს“, 33% „სილქნეტს“, ხოლო 25% „ბილაინს“ ეკავა.

კახა ბექაურის განცხადებით, მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტია. ბოლო ხუთ წელიწადში კი, მობილური ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობის საშუალო წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა. თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ 2021 წელს, მთლიანი მობილური ინტერნეტ ტრაფიკის 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც 2020 წლის იგივე მაჩვენებელზე 6%-ით მეტი იყო, პროცენტულად კი შემდეგნაირად გადანაწილდა: 4G – 91%, 3G – 9%, 2G – 0,1%. ამასთან, ბექაურმა აღნიშნა, რომ 2021 წელს, წინა წლებთან შედარებით, ინტერნეტ მოხმარების რაოდენობა 65%-ით იყო გაზრდილი.

ComCom-ის თავმჯდომარემ ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებაზეც ისაუბრა, რომლის აბონენტების რაოდენობამ 2021 წელს მილიონს გადააჭარბა და მილიონ ცხრა ათასი შეადგინა.

„2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4,3%-ით, კერძოდ, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა, ხოლო საქართველოში არსებულ 3385 სოფლიდან, ფიქსირებული ინტერნეტი 2351 სოფელშია ხელმისაწვდომი“ - განმარტა კახა ბექაურმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა