მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

news image

„ევროპული მობილობის კვირეულის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილების მძღოლები გამრეკელის ქუჩიდან, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებიან ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ყაზბეგის გამზირის გამოყენებით. პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებიც ისარგებლებენ ანალოგიური მარშრუტით.

„ღონისძიებების პერიოდში, ცვლილებები შევა N347 ავტობუსისა და N497 მიკროავტობუსის მარშრუტებში, მხოლოდ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამრეკელის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდება ცინცაძის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი მგზავრთა მომსახურებას განახორციელებს დადგენილი სქემით.

რაც შეეხება კანკავას ქუჩას, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები არნოლდ ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილდებიან ივანე ტურგენევის ქუჩაზე, საიდანაც ივანე ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი, კანკავას ქუჩის ნაცვლად, გამოიყენებენ ჯავახიშვილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ზაქარია ქურდიანის ქუჩას და მოძრაობას ჩიქობავას ქუჩისკენ განაგრძობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - აცხადებენ მერიაში.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა