მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

მიკრომეწარმოების ახალი პროგრამა მიკრო და მცირე საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

„აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა, რომელიც 2024 წლის სექტემბერში ამოქმედდა, წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამამ მიკრო და მცირე მეწარმეების დიდი დაინტერესება გამოიწვია - უკვე დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა 13 მლნ ლარამდეა და დიდი ნაწილი რეგიონებზე მოდის. რაც შეეხება სექტორებს, სესხების უმრავლესობა ტურისტული განთავსებისა და სარესტორნო მომსახურებას მოიცავს. გარდა ამისა, სესხები გაცემულია ტანსაცმლის, ავეჯის, სხვადასხვა ხისა და კერამიკული ნაწარმის წარმოებასა და მომსახურების სექტორებში.   
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და განვითარება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა და დეტალურად არის გაწერილი შესაბამის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში. 
„დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ მნიშვნელოვან შედეგებზე, რომელიც აქვს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს საქართველოში  - ეს არის დაახლოებით გასამმაგებული გამოშვება, 70%-ზე მეტით გაზრდილი პროდუქტიულობა და ბევრი სხვა დადებითი შედეგი, Რომელიც სახეზე გვაქვს ამ სექტორთან მიმართებაში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ყურადღება გაამახვილა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით მიმართულ სამთავრობო პროგრამებზე, რომლებიც უშუალოდ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით ხორციელდება. ირაკლი ნადარეიშვილმა აქცენტი გააკეთა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე, როგორც კომპლექსურ მექანიზმზე, რომელიც ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის ბევრ კომპონენტს აერთიანებს. მისი თქმით, ახალი პროგრამა ბენეფიციარებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაუადვილებს. 
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრებში პროგრამის ბენეფიციარებს დაეხმარებიან, როგორ განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყონ ახალი საქმიანობა. ამ სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. 
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს უწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა