მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

მიხეილ სარჯველაძე: არავის შეექმნას ილუზია, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს - დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას

news image

ჩვენ დაინტერესებული ვართ საერთაშორისო თანამშრომლობით, ავტორიტეტულ კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობით. იქედან მოპოვებული დაფინანსება დამატებით ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე დაფინანსების გარკვეული პოლიტიკური მოტივებით გაჩერება რაიმე საფრთხეს შეუქმნის ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის არსებობის ძირითადი წყარო არ არის გარე დაფინანსება და ის სახელმწიფო სახსრებიდან არსებობს.

„არავის შეექმნას ილუზია და შთაბეჭდილება, რომ თითქოს რაიმე საფრთხე ემუქრება ლუგარის ლაბორატორიას, ან მთლიანად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციონირებას. ეს დაწესებულება შეუფერხებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ იმ კვლევების განხორციელება, რომელიც საგრანტო პროექტის ფარგლებში ხორციელდებოდა ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს.

„კვლევითი მიმართულებაც, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებებს გააჩნია თავისთავად, რომელსაც ასევე სახელმწიფო აფინანსებს. ანუ, ის რაც საგრანტო ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ეს იყო კვლევითი მიმართულება და მხოლოდ ამის საფუძველზე ხორციელდებოდა ტრენინგები. ეს ერთი ნაწილია, მაგრამ ამით არ ამოიწურება, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობები. სხვა გრანტებიც აქვს ამ დაწესებულებას. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული არაერთი კვლევა გახლავთ გათვალისწინებული და ბევრი სხვა რამ. ეს არ იქნება ასე, რომ კვლევითი მიმართულება საერთოდ შეჩერდება, ამას ვერავინ იტყვის და მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ამ კვლევების მიმართულებაც, რომელიც უკვე დაგეგმილია, რომელიც ხორციელდებოდა, ამ საგრანტო პროექტის ფარგლებშიც, იმის შეფასებაც გაკეთდება ამ პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა. დაწყებულია, რეალურად ეს მუშაობა და ამ ანალიტიკის საფუძველზე, ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით, რომ წყვეტა არ გვქონდეს ამ კონკრეტული კვლევების მიმართულებით. არ ღირს უბრალოდ ამის გაკეთება და ის, რაც ნამუშევარია, მაგალითად წლევანდელ წელს, ამ დაწყებული პროექტის ფარგლებში და შესაბამისად, რაღაც რეზულტატები მოტანილია უკვე, ამის ბოლომდე მიყვანა შეიძლება ღირდეს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვაფასებთ რა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, სამომავლო დიზაინი ამ კვლევითი მიმართულებების, ტრენინგების და ა.შ. და ამის მიხედვით ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას და სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა