მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის საფასური არ გაძვირდება - „დიდუბის ავტოსადგური“

news image

Business Insider Georgia-თან „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელმა ნესტორ მიქატაძე აცხადებს, რომ საწვავის გაძვირების მიუხედავად მგზავრების გადაყვანის საფასურის გადახედვას არ გეგმავენ.

„მგზავრობის საფასური დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მაშინაც არ გაგვიზრდია, როცა საწვავი მნიშვნელოვნად გაძვირდა. ვცდილობთ ფასები შევინარჩუნოთ. მგზავრთა გადაყვანის ბაზარზე კონკურენცია დიდია.  გარედან კვლავ არის ე.წ. მტაცებლების საფრთხე, რომლებიც ბიუჯეტში ფულს არ იხდიან, არ ფლობენ ლიცენზიას და მგზავრები ისე გადაჰყავთ. ამიტომ არაჯანსაღ კონკურენციაში ვართ. დღეის მდგომარეობით, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ავტოსადგურში ტარიფების გაზრდა არ იგეგმება“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.

მისი ინფორმაციით, ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის საფასური 20 ლარია, ბათუმის მიმართულებით -35 ლარი, ხოლო ტყიბულში მგზავრების გადაყვანის საფასური -15 ლარია, საჩხერე-ჭიათურას მიმართულებით -15 ლარი და გორში გამგზავრების საფასური კი-5 ლარია.

„დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ამბობს, ამ დროისთვის კომპანიის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 35 ადამიანი. ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურებას უწევთ დაახლოებით 450-500 სამარშრუტოს, რომელიც ყოველ მეორე-მესამე დღეს შემოდის ჩვენს ავტოსადგურზე, ასრულებს თავის მარშრუტს და მგზავრები გადაჰყავს“, - ამბობს ნესტორ მიქაუტაძე.

გასულ კვირას ავტოსადგურებზე სხვადასხვა ტიპის საწვავი დაახლოებით 2-5 თეთრით გაძვირდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა