მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

„მევენახეობა დოლიძე“ აშშ-სა და გერმანიის ბაზარზე ექსპორტისთვის ემზადება

news image

Vineyard Dolidze • მევენახეობა დოლიძეს დირექტორი გიორგი კუკულავა  Business Insider Georgia-თან აცხადებს რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება პარტნიორებთან და მაისის ბოლოსთვის ღვინის ექსპორტს აშშ-სა და გერმანიის ბაზარზე დაიწყებენ.

2023 წელი კომპანიისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა და გასულ წლებთან შედარებით 35%-ით მეტი და უფრო ხარისხიანი მოსავალი მიიღეს და აქვთ მოლოდინი, რომ ღვინოც უფრო კარგი ხარისხის იქნება.

ბრენდი Vineyard Dolidze 2018 წელს შეიქმნა და მომხმარებელს უნიკალური ენდემური ჯიშებისგან დამზადებულ პრემიუმ ხარისხის ღვინოს სთავაზობენ.

ამ დროისთვის კომპანიას ჩოხატაურის რაიონ, სოფელ ამაღლებაში აქვს ორ ჰექტარზე ვენახები გაშენებული.

„ამ დროისთვის 15 ჰექტარზე მიდის ტექნიკური სამუშაოები, სადაც გავაშენებთ მხოლოდ გურულ ჯიშებს და 4-5 წლის შემდგომ ვვარაუდობთ, რომ სრულიად ჩვენ პროდუქციაზე ვიმუშავებთ“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

„მევენახეობა დოლიძეს“ ღვინო რესტორნებში, ბარებსა და ღვინის მაღაზიებში იყიდება, მაგალითად როგორიცაა „8000 მოსავალი“ და „ღვინის ბიბლიოთეკა“ კომპანიაში ამ დროისთვის დასაქმებული 6 ადამიანი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა