მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

„მერმისი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ფარმაცევტული სადისტრიბუციო კომპანია „მერმისი" შემოუერთდა, რომელიც ბაზარზე 1992 წლიდან ოპერირებს.
 
„მერმისს" 2022 წლიდან მინიჭებული აქვს GDP სტანდარტის სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია აკმაყოფილებს ინდუსტრიის უმაღლეს მოთხოვნებს, კომპანიამ 2022 წელს მთავრობის განკარგულების შემდგომ აქტიურად დაიწყო თურქეთის მედიკამენტების ბაზრის ათვისება რამაც თავისმხრივ იქონია გავლენა ონკოლოგიური მედიკამენტების გაიაფებაზე საქართველოში.
 
აღსანიშნავია, რომ „მერმისი" ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებელს სწრაფი და ხარისხიანი მომსახურებით.
 
კომპანიას მაღალი ხარისხის, ინოვაციური მედიკამენტები შემოაქვს ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ლიტვა, ინდოეთი, თურქეთი და არგენტინა.
 
„მერმისი" ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებს ხარისხიან მომსახურებას აწვდის.
 
„მივესალმებით ფარმაცევტულ კომპანია „მერმისს" საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანია უახლესი სტანდარტების დაცვით და მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უკვე ათწლეულებია. მოხარულნი ვართ, „მერმისის" წევრობით და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული და კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა