მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

მერიის თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებისას შეურაცხყოფენ და ფიზიკურად ეხებიან, გაჩუმებას არ ვაპირებ - კახა კალაძე

news image

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს  შემთხვევებში  მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ  შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად  გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები. 

„იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი იყოს მუდმივად მოწესრიგებული, მგზავრობა იყოს უსაფრთხო, მანქანები იყოს სწორად დაპარკინგებული, არ ხდებოდეს უკანონო მშენებლობები, არ მიმდინარეობდეს ქაოსური გარე ვაჭრობა, სამშენებლო თუ სხვა სახიფათო მასალებით ქალაქის დაბინძურება და ა.შ., ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად შრომობენ და ახორციელებენ სამსახურებრივ მოვალეობას.

კანონის აღსრულების პარალელურად გახშირდა შემთხვევები, როცა ჩვენი თანამშრომლების მიერ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების დროს, სამართალდამრღვევები შეურაცხყოფენ მათ და ზოგჯერ ფიზიკურადაც კი ეხებიან. ეს ყველაფერი მძიმე და კატეგორიულად მიუღებელია. მე ამაზე თვალის დახუჭვას და გაჩუმებას არ ვაპირებ, რადგან ყველანი ცხოვრობთ ამ ქალაქში და ყველას გვინდა, უკეთესი ქალაქი გვქონდეს. არ აქვს მნიშვნელობა, ვის რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს, გვყავს შვილები, გვეზრდება მომავალი თაობა, წესრიგის დაცვა და ერთმანეთის პატივისცემა კი არის მნიშვნელოვანი. ამაზე საზოგადოება უნდა იყოს ერთიანი.  ჩვენ მიერ არასწორად დაპარკინგებული ავტომობილი იწვევს უდიდეს პრობლემას სხვა ადამიანებისთვის, ქვეითებისთვის, თუნდაც მათთვის, ვინც კერძო ავტომობილებით გადაადგილდება. ამიტომ მინდა, დავავალო ვიცე-მერს - იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თანამშრომლებს მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა.

„ჩვენს თითოეულ თანამშრომელს, ვინც ღირსეულად და პროფესიონალურად ემსახურება ამ ქალაქს, სრული თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადო. არასწორი და კატეგორიულად მიუღებელია ფიზიკური ძალადობა და ასეთი ადამიანები, ვინც ფიზიკურად გაუსწორდება ჩვენს თანამშრომლებს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ. შესაბამისი უწყებების  ჩართულობით იმოქმედეთ კანონის შესაბამისად“, - განაცხადა  კახა კალაძემ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა