მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7248.6
-0.0068
flag
AZN 1.5702
-0.0009
flag
CNY 39.444
0.0054
flag
EUR 3.1079
0.0076
flag
GBP 3.5803
0.0041
flag
KZT 54.79
-0.0038
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6693
-0.0015
news banner

მძღოლი, რომლის ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები ზღვარზე მაღალია, დაჯარიმდება

news image
mbc image

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილება, რომელიც საჯარიმო სანქციების დაწესებას იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის ითვალისწინებს, რომელთა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა დადგენილი ნორმების სცდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას, პირველ ეტაპზე, 100 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით.

მისივე თქმით, საჯარიმო სანქციები უფრო მაღალია იურიდიული პირებისთვის. კერძოდ, იურიდიული პირი პირველ ეტაპზე 500 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა ოთხ მსხვილ  ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეამოწმოს მუქი ფერის გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები შესაბამისი ტექნიკით.

„ვფიქრობთ, რომ ამ რეგულაციების აღსრულება წელსვე, ივლისიდან დავიწყოთ", - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა