Mastercard-ი სადებეტო ბარათების ბაზარზე პოზიციებს არ თმობს
მიმოქცევაში არსებული აქტიური სადებეტო ბარათების 53%-ი Mastercard-ს ეკუთვნის, ხოლო 31% VISA-ს.
სებ-ის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7 535 546 ერთეული იყო, საიდანაც 3 989 770 ბარათი ეკუთვნის Mastercard-ს (EC/MC), ხოლო 2 339 482 VISA-ს.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 16%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის. მთლიანობაში საუბარია სულ 1 206 294 ერთეულ ბაზაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლის აპრილში მარტთან შედარებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 0.8%-ითაა გაზრდილი. მარტის მონაცემებით მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა 7 473 387 ერთეულს შეადგენდა.
წლიურ ჭრილში კი აქტიური სადებეტო ბარათების რაოდენობა 19%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის აპრილის ბოლოსთვის ქვეყანაში აქტიური სადებეტო ბარათების რაოდენობა 6 307 190 ერთეულს შეადგენდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
სადაზღვევო სექტორი საქართველოს ფინანსური სისტემის სიმყარის ერთ-ერთი საფუძველია - ირაკლი ნადარეიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები