მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

„მარილამ“ ასორტიმენტი გააფართოვა

news image

Marila • მარილა ახალი, ქართული, ინოვაციური საკვები პროდუქტია. ეს არის, პრემიუმ ხარისხის ღვინისა და მარილის შერწყმით,  სპეციალური მეთოდით შექმნილი მარილ-სანელებელი, რომელიც განსაკუთრებული არომატებითა და ფერით გამოირჩევა. ამჟამად, წარმოდგენილია სამი სახეობა: საფერავი - კლასიკური, რქაწითელი - კლასიკური და პიკანტური - საფერავის, რქაწითლისა და სუნელების ნაზავი. კომპანიამ არსებული ასორტიმენტი გააფართოვა. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს „მარილას“ დამფუძნებელმა თამარ აბულაძემ განუცხადა. მისი თქმით, კლასიკურ ვერსიას დაემატა სუნელები.

„დავამატეთ ახალი მიმართულება, რომელიც არის პიკანტური რქაწითელი-საფერავის მიქსი სუნელებით. აქამდე გვქონდა საფერავი და რქაწითელი კლასიკური. სუნელები არის ქართული. ქინძი, კამა, ნიორი, კვლიავი და სხვა რაც ქართულ გემოებთან უფრო ასოცირდება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.

„მარილა“ აქტიურად იღებს  მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენაში, როგორც ადგილობრივად ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ და დიდ მოწონებასაც იმსახურებს. კომპანია, პროდუქციის ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს და გაფართოებასაც აქტიურად გეგმავს.

„2025 წლის იანვარში  „მარილა“ -  მადრიდში,  ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გასტრონომიულ  გამოფენაში MADRID FUSIÓN-ში მონაწილეობდა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო შეფებთან ერთად, თავი მოიყარა გამორჩეულმა და ინოვაციურმა საკვებმა პროდუქტებმა. ექსპორტის მიმართულებით, პროდუქცია იყიდება გერმანიაში, ლონდონსა და ნიუ-იორკში, მაგრამ ვემზადებით კიდევ ევროპის სხვა ქვეყნებში გასატანად. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ნიმუშები გაგზავნილია. სიახლეა ის, რომ გერმანიაში ვართ „8000 მოსავალში“ წარმოდგენილები და მარაგები მეორეჯერ შევავსეთ, რაც ნიშნავს რომ ძალიან მოსწონთ ეს პროდუქტი. ასევე, 16-18 ნოემბერს ბათუმის მეორე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი გაიმართა, რომელშიც ცნობილი ქართველი და უცხოელი შეფები მონაწილეობდნენ და მანდაც ვიყავით წარმოდგენილები. სებასტიან რიპარი იყო ჩამოსული ცნობილი გასტრო ექსპერტი. მას გადასცეს „მარილა“ საჩუქრად და ძალიან მოეწონა “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი თამარ აბულაძე.

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა